„დღის პოსტის“ ეთერში ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა იმის შესახებ, რა გავლენას მოახდენს რეტროგრადული მერკური ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშანზე:
„ზოგადად, ყველაზე მეტად მოქმედებს ტყუპებსა და ქალწულზე, რადგან მათი მფარველი პლანეტაა… 23 ივლისამდე იქნება მერკური რეტროგრადული. ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც დაბრკოლებას. იდეალურად შეგვიძლია ამ პერიოდის გამოყენება. მსგავსი პერიოდი გვაბრუნებს იმ მომენტებთან, რაც წარსულში ვერ დავასრულეთ. შესაძლოა, ამ პერიოდში გარკვეული შეფერხებები შეიქმნას, არ არის სასურველი ახალი ნაბიჯების გადადგმა, მაგალითად, ბინის შეძენა, ან მოგზაურობის დაგეგმვა. ამ პერიოდში ლოგიკური აზროვნება ქვეითდება. ის, რაც დასასრულებელია, უნდა დაასრულო. დაპაუზებული, შეჩერებული დრო უნდა გამოიყენო. რეტროგრადული მერკური სრულად იქნება კირჩხიბის ნიშანში, გააქტიურდება ემოციები. უფრო მეტად უნდა ვენდოთ ინტუიციას, რაღაც მომენტში შეიძლება, ლოგიკამ გვიმტყუნოს, შეგრძნებები უფრო ჭეშმარიტი იქნება… შესაძლოა, სიზმრები უფრო მნიშვნელოვანი გახდეს და რაღაც ინფორმაცია მივიღოთ…“
