„დღის პოსტს“ ესტუმრა მომღერალი ნანუკა ქარუხნიშვილი, რომელმაც თავისი პირადი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა:
„15 წლის ვიყავი და ეს იყო ყველაზე გულწრფელი სიყვარული,ყველაზე უანგარო, სათუთი და პირველი. ვცდილობ, ამ თემაზე არ ვისაუბრო. რაღაც პერიოდი, თანაცხოვრების შემდგომ, ის ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. ზუსტად 6 წელი არ ვმღეროდი… ჯერ დედა გარდამეცვალა, მერე მეუღლე და ძალიან დიდი პაუზა მქონდა. ერთ მშვენიერ დღეს გადაწყდა, რომ უნდა მემღერა, მეგობრები დამეხმარნენ…“
