LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „როდის თხოვდები? ბავშვს როდის აჩენ? როგორ გასუქებულხარ?“ – როგორ არღვევენ პირად საზღვრებს ადამიანები და რატომ ხდება ეს შეკითხვები სტრესის მიზეზი

256
თეკლა გეთიაშვილი

„დღის პოსტის“ ეთერში ფსიქოლოგმა თეკლა გეთიაშვილმა ისაუბრა იმ შეკითხვებზე, რომლებიც საზოგადოების მხრიდან ხშირად ისმის და მათი დასმა დიდ უხერხულობას იწვევს:

„მოდით, გავმიჯნოთ, რა არის პირადი საზღვრები. ეს არის ნავიგაციის სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, სად მთავრდება ჩემი იდენტობა, ემოციური რესურსი და ღირებულებები და სად იწყება სხვისი. ეს გახლავთ იმის ინდიკატორი, პირადი საზღვრის დასაცავად ან გადასალახავად მზად ვარ თუ არა. ენელპეში ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ადამიანი აღიქვამს რეალობას არა ისე, როგორც არის, არამედ ბავშვობა-მოზარდობიდან წამოსული და გადმოტყორცნილი რწმენა-წარმოდგენების მიხედვით. ერთნაირმა კომპლიმენტმა შეიძლება სხვადასხვანაირად იმოქმედოს ადამიანმა. „რა ლამაზი ხარ“ – ეს კომპლიმენტი შეიძლება ჩემთვის იყოს პირადი საზღვრების დარღვევა. შეიძლება, დედა ბავშვობაში მეუბნებოდა, მეგობრებთან ერთად არ გაგიშვებ, რადგან ძალიან ლამაზი ხარ და იქ მე ვერ დაგიცავო. ამიტომ ეს კომპლიმენტი შეიძლება იყოს ტრიგერი ჩემთვის.

ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ პირად სივრცეს, ესეც უკავშირდება წარსულიდან გადმონაშთს. „ვაიმე, როგორ გასუქებულხარ“ შეიძლება გამოწვეული იყოს მისი წონის პრობლემით წარსულში, რაღაც უნდა გატკინოს ისე, რომ ვერ ხვდება…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები