LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შავთვალება” ასე ჰქვია ჩვენს ახალ სიმღერას, რომელსაც ქალბატონებს ვუძღვნით – „ქსოვრელები”

59
ksovrelebii

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალები” სტუმარი ელდარ შოშიტაშვილის, ვანო ტატიაშვილის,  ზაურ წერეთელის,  რობიზონ გიგაურის და არჩილ ალავერდაშვილის შემადგენლობით  ანსამბლი „ქსოვრელები” იყო. გადაცემის ფარგლებში მსმენელმა არა ერთი ცოცხალი შესრულება მოისმინა, ეთერის მიწურულს კი „ქსოვრელების” ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა.

როდის და საიდან შეიქმნა ქსოვრელები, ეს ისტორია მოგვიყევით?

პირველი ქსოვრელები 60-იან წლებში შეიქმნა, გრიშა ქსოვრელმა გააკეთა, „სოინარი” ერქვა ანსამბლს, რომელშიც ამირან ძიძიგური, ვლადიმერ არჩვაძე, მიხეილ ბეგერაშვილი და ხელმძღვანელი გრიშა ქსოვრელი იყვნენ. მათთან მღეროდა მედეა ძიძიგური, თავიანთი სათქმელი თქვეს, დუდუკების თემა ამოსწიეს, ქალაქს მოეფერნენ. ბატონი გრიშას გარდაცვალების შემდეგ 1995 წელს, არ დავშალეთ ანსამბლი და რომ გამოვედით სპორტის სასახლეში კონცერტზე ხალხმა შეგვარქვა ქსოვრელები, სწორედ ასე მოინათლა ჩვენი ანსამბლი „ქსოვრელებად”.

ვის ეკუთვნის ყველასთვის საყვარელი და ცნობადი სიმღერა „ქსოვრელები მღერიან”?

ტექსტი მორის ფოცხიშვილს და მუსიკა – ვაჟა აზარაშვილს, ბატონმა ვაჟამ დიდი საფუძველი ჩაუყარა ჩვენს მოღვაწეობას, დღემდე გვიწერს სიმღერებს და ასე მოვდივართ ერთად.

„ქსოვრელების” შემადგენლობა შეიცვალა წლების განმავლობაში?

კი, შეიცვალა გარკვეულწილად, გვყავდა დიმიტრი ხიდამბარელი აკორდეონი, რომელიც გარდაიცვალა, ასევე ოთარ ჯანეზაშვილი. შემდეგ შემოგვემატა გივი ბორაშვილი, ასევე ჩვენთან უკრავდა ავთო გიქორაშვილი, საბოლოოდ ისე მოხდა, რომ ჩვენ შემოვრჩით.

რას ნიშნავს სიტყვა ქსოვრელები?

ომარ კელაპტრიშვილი ხომ გახსოვთ, მისი გარდაცვალების შემდეგ მისდამი სიყვარლით „კელაპტარი” დაარქვეს ანსამბლს, იგივე მოხდა ჩვენს შემთხვევაშიც, ბატონი გრიშა ქსოვრელის სიყვარულით დაგვერქვა „ქსოვრელები”.

გასტროლს ხომ არ გეგმავთ?

ისრაელი, საფრანგეთი და გერმანია იგეგმება უახლოეს მომავალში.

სიმღერის პრემიერა გვაქვს, მოგვიყევით ამ სიმღერაზე?

„შავთვალება” ასე ქვია ჩვენს ახალ სიმღერას, რომელსაც ქალბატონებს ვუძღვნით, სიმღერის და ტექსტის ავტორი ირინა ტოჩილაშვილია, არანჟირება ზაზა გოჩიტაშვილს ეკუთვნის.

დიდი მადლობა მობრძანებისთვის…

 

ელდარ შოშიტაშვილი – შავთვალება

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

“ქსოვრელები” – ქსოვრელები მღერიან. Live

 

“ქსოვრელები” – მაყალი. Live

 

“ქსოვრელები” – დილის საარი. Live

 

“ქსოვრელები”. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები