LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერა „ამ ღამეს” სიყვარულზეა – ნუგზარ ერგემლიძე

26
nugzar-egemlidze

„რადიო დუეტს” ავტორ-შემსრულებელი ნუგზარ ერგემლიძე ტრადიციულად გიტარის თანხლებით სტუმრობდა, მან პირდაპირ ეთერში არაერთი ცნობილი სიმღერის ცოცხალი  შესრულება შემოგვთავაზა. გადაცემის ფარგლებში მისი ახალი ნამუშევრის სახელწოდებით „ამ ღამეს” რადიოპრემიერა შედგა.

როგორი იყო ნუგზარ ერგემლიძე ბავშვობაში, როგორც ვიცით ხუთი წლის ასაკიდან დაიწყო თქვენი შემოქმედებუთი წვა?

5 წლის ასაკიდან დავიწყე ხატვა, გემის კაპიტანი და ზღვა დავხატე, წითელი დროშებიც, მაშინ ასე იყო მოდაში. სამხატვრო აკადემია მაქვს დამთავრებული. 12 წლიდან კი დავინტერესდი გიტარით, ბებიაჩემი უკრავდა კარგად შვიდსიმიან გიტარაზე და პირველი აკორდები მან მასწავლა. შემდეგ შევამჩნიე, რომ ეზოს ბიჭები სხვა აკორდებს იღებდნენ  და მეც სასწრაფოდ გადავედი ექვს სიმიან გიტარაზე.

„ვია 75″ და მე-20 საუკუნის 80-იანი წლები თქვენს შემოქმედებაში…

ვია 75″ და ჩემი ურთიერთობა  1976 წელს დაიწყო, როკ–ოპერა ლიბრეტოს ერთ-ერთი ავტორი ვიყავი, ლექსებს ვწერდი, რობერტ ბარძიმაშვილის პროექტი იყო, სოსო ბარდანაშვილის მუსიკა, მთავარი რეჟისორი კი რობერტ სტურუა გახლდათ, სიუჟეტის განვითარების ამბებს ლუდთან და თევზთან ერთად ვათანხმებდით მასთან. 1980 წელი მუსიკალურად თავბრუდამხვევი წარმატებების წელი იყო, სწორედ მაშინ დაიდგა პროექტი რეტრო”, იწყებოდა გლენ მილერით, გადმოდიოდა დიქსი ლენდზე და მოვდიოდით წლების მიხედვით, ბოლოს ჩემი და ზურა მანაგაძის სიმღერები იყო, ასევე ვაჟა დურგლიშვილის სიმღერები ჟღერდებოდა.

„თუთიყუში მარჩელო” თქვენი სიმღერა, რომელიც არა ერთხელ გამხდარა განხილვის საგანი, როგორ გაიხსენებთ ამ ყველაფერს…

ეს ძალიან პოპულარული სიმღერა იყო და როგორც წესი პოპულარულ სიმღერებს ბევრი კრიტიკოსი უჩნდება. სინამდვილეში ბევრი არ დააკვირდა, რომ ეს სიმღერა არა თუთიყუშ მარჩელოზე, არამედ საბჭოთა წყობაზე იყო. იმ პერიოდის ყოფას ასახავდა როდესაც ყველა გალიაში ვიჯექით, ბევრი ამას ვერც კი ხვდებოდა.

 

ნუგზარ ერგემლიძე – პოპური. Live

 2018 წელს გამოჩნდით პოლიტიკაში, როგორ შეუთავსეთ პოლიტიკური საქმიანობა და თქვენი შემოქმედება ერთმანეთს?

მე არ გამომიჩენია ინიციატივა, თავად წარმადგინეს, მითხრეს რომ შემეძლო და მეც დავთანხმდი, ბედის გამოწვევა იყო. კულტურისთვის უნდა მიმეხედა და მეტ-ნაკლებად ამას ვახერხებდი, ყოველთვის არ მიჯერებდნენ. როგორც დეპუტატი ვცდილობდი, რომ ინტელექტუალური საკუთრების საკითხები მომეგვარებინა. ყველა ხელოვანს მინდა მივმართო, რამენაირად მივაწვდინოთ ხმა რომ კინოში, მუსიკაში, თეატრში ჩადებული ფული დასჯადი არ იყოს ქველმოქმედისათვის.

ვის ეძღვნება თქვენი ახალი სიმღერა რომელსაც დღეს ვაპრემიერებთ?

ეს სიმღერა დაწერილი მქონდა და თაროზე შემოდებული. სერიალში კი სადაც მე ვთამაშობ ჩემი ცოლის დაქალებში” სცენარმა მოითხოვა, რომ დღის სინათლე ენახა, რეჟისორთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ სწორედ ეს კომპოზიცია მოუხდებოდა სცენას, სადაც სიყვარულის სიმღერით ახსნა უნდა მომხდარიყო. სერიალში სიმღერის სრული ვერსია არ იყო წარმოდგენილი, მაგალითად ელექტრო გიტარა აკლდა. საერთო ჯამში სიმღერა ამ ღამეს” სიყვარულზეა, სიმბოლოა იმისა, რომ ღამე მაინც გაივლის და დღე მოვა, თუ სიყვარული დაგვიბრუნდება ყველა სურვილი აგვისრულდება.

დიდი მადლობასტუმრობისთვის და საინტერესო საუბრისთვის…

 

ნუგზარ ერგემლიძე – ამ ღამეს

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნუგზარ ერგემლიძე. ვიდეო კოლაჟი

ფოტოები

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები