„რადიო დუეტის” სტუმარი მომღერალი დავით ქოქაშვილი იყო, რომელიც სიმღერის პრემიერით გვესტუმრა. „მე ვერ შევიყვარებ სხვას” სიმღერა, რომელიც სიყვარულზე, მონატრებაზე, ზღვაზე და ტალღებზეა ზუსტად ეხმიანება საზაფხულო განწყობას. დავითმა პირდაპირ ეთერში ცოცხალი შესრულებაც შემოგვთავაზა და მომავალში მეტ აქტიურობას და ბევრ პრემიერას დაგვპირდა.
დიდი ხანია ჩვენი სტუმარი არ ყოფილხარ, არ აქტიურობ, რა არის ამის მიზეზი?
ერთი წელია არ ვყოფილვარ თქვენთან, საქმეები, ჩაწერები, სხვათაშორის ეს სიმღერა, რომლის პრემიერაც დღეს შედგება, ერთი წლის წინ ჩავწერე და ამ დრომდე ვერ მოვაღწიე თქვენამდე.

მოგვიყევი ახალ სიმღერაზე?
სიყვარულზე, მონატრებაზე, ზღვაზე და ტალღებზეა. ჩაიწერა გიორგი დათიაშვილთან ”ფორტუნა რექორდსში” , ტექსტის ავტორია ვანო ბარნოვი, მუსიკის და არანჟირების ავტორი კი დავით დავიდოვია. დავითის რეპერტუარიდან არის ეს სიმღერა, ძალიან მომეწონა, ვთხოვე რომ შემესრულებინა, სიამოვნებით დამთანხმდა და გავაკეთეთ.
როგორია სამომავლო გეგმები?
ახლა იწერება სიმღერები, ორი ახალი სიმღერა კიდევ გამზადებულია ჩასაწერად. ზაფხული ძალიან დატვირთული მაქვს და დასვენებისთვის არ მცალია, ვაგრძელებ მუშაობას.
მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებას გისურვებ…
დავით ქოქაშვილი – მე ვერ შევიყვარებ სხვას
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დათო ქოქაშვილი – სატრფიალო (გამოაღე კარი ჩქარა). Live
დათო ქოქაშვილი. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები


