LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სიმღერის დასრულების შემდეგ, 20 წამი სიჩუმე იყო – დათო ხუჯაძე

11
dato-xuchadze

ლაშა რამიშვილის საავტორო გადაცემის „ღვინო, დუდუკი, ქალების” სტუმარი მომღერალი დათო ხუჯაძე იყო, მან გადაცემის ფარგლებში შემოქმედებით გზაზე, მიმდინარე პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მახსოვს დიდი ბუმი, რომელიც შენი და შენი მეგობრების გამოჩენამ გამოიწვია…

იმ ასაკისთვის ზუსტად ის ვიყავით, ვინც უნდა ვყოფილიყავით, ჩვენ რომ პირველად კონცერტი ჩავატარეთ დიდ საკონცერტო დარბაზში და მსმენელმა დარბაზი დაანგრია, მას შემდეგ 20 წელი გავიდა, ზუსტად 20 წლის შემდეგ გაიმართა სახეს” მეორე კონცერტი დიდ საკონცერტო დარბაზში.

შენი პირველი სოლოკოცერტი იყო სპორტის სასახლეში…

2000 წელს ჩავატარე პირველი სოლოკონცერტი, 2001 წელს კი იგივე ადგილზე გამოვიყვანეთ მებუკეები, ნიკა მემანიშვილი იყო კლავიშზე და პირველად მანდ ვიმღერე მახინჯი ვარ”, რომ დავასრულე სიმღერა, 20 წამი სიჩუმე იყო, მეთქი რა გავაკეთე, კინაღამ თავში ხელი დავიშინე, მაგრამ შემდეგ წამოვიდა აპლოდისმენტები, ჩემგან იმ დროს მსგავს სიმღერას არავინ მოელოდა ალბათ.

შემდეგ იყო მეზობელ ქვეყანაში გამგზავრება…

კი, ასე იყო, ჩავალაგე ჩემოდნები და წავედი, ორი წელი არ ჩამოვსულვარ. ძნელი იყო, რადგან აღარ ვიყავი პატარა ბიჭი, 27 წლის ვიყავი, ამ დროს უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ, მენტალიტეტებს შორის სხვაობა დამხვდა უცხო ქვეყანაში, რაღაც დათმობებზე წასვლა მომიწია, ყველაფერი გავიარე იმისათვის, რაც უნდა გამევლო, რათა მეკეთებინა ჩემი საქმე. გარკვეული დროის შემდეგ ისინი მეუბნებოდნენ, რომ მაინც გაქვს ის რაღაც რაც მოგვწონს ჩვენო, ალბათ ჩემი ქართული სულით მოვაწონე თავი. არცერთ სახელმწიფო კონცერტზე არ გამოვსულვარ, ვერიდებოდი და ალბათ ამიტომაც ვერ ავედი იმ სცენაზე, სადაც უნდა ვყოფილიყავი, მაგრამ  ყველასთვის მისაღები ვიყავი, მიუხედავად საზოგადოების მრავალფეროვნებისა და ეს იყო ჩემთვის მთავარი.

შენ იყავი პირველი, ვინც პოსტსაბჭოთა სივრცეში კონკურსის გამარჯვებული გახდა…

2001 წელს სლავიანსკი ბაზარზე ავიღე გრანპრი, არ ვარ ფესტივალების ტიპაჟი, უბრალოდ უცებ გაჩნდა შემოთავაზება და დავთანხმდი, ჩიტო გვრიტო” სწორედ ამ კონკურსისთვის  გავაკეთეთ და მას შემდეგ ვმღერი.

სამომავლო გეგმები…

ამ ეტაპზე ვმუშაობ ვიდეორგოლზე, კონცერტები უკვე გაწერილია, მაქვს საკუთარი სტუდია, ასევე მე და დათო ფორჩხიძეს გვაქვს საბავშვო სტუდია სახე”, სადაც ვზრდით მომავალ თაობას,  უკვე სცენაზე გამოგვყავს ბავშვები და გულს უხარია. ყოველთვის მზად ვარ ახალი თაობის დასახმარებლად. მეც არ ვჩერდები, უკვე უამრავი სიმღერა დამიგროვდა, მაგრამ სიახლე საჭიროა და წლევანდელ გეგმაში მინიმუმ სამი ახალი ნამუშევარია.

დიდი მადლობა სტუმრობისთვის…

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

დათო ხუჯაძე – არ მინდა რომ გული გატკინო. Live

 

დათო ხუჯაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები