LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სულ ყურში მქონდა ეს მელოდია… გადავწყვიტე გადმომექართულებინა“ – აჩიკო ბერიძე

41
აჩიკო-ბერიძე

31 ოქტომბერს რადიო „არ დაიდარდოს“ და ლაშა რამიშვილის გადაცემას „საღამოს რადიო შოუ“ მომღერალი აჩიკო ბერიძე სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „მზის სხივი“ პრემიერა შედგა.

აჩიკო, როგორია ისტორია სიმღერისა „რას ამბობს მზე“, რომელიც ასე აიტაცა მსმენელმა?

3-4 წლის წინ ვახო მესხმა და მამუკა გელოვანმა მითხრეს, გვინდა, რომ ჩვენი მეგობრის სიმღერა მოგასმენინოთო. რომ მოვისმინე, ვიკითხე, ჩემებური ვერსია გავაკეთო-მეთქი, მითხრეს, აბსოლუტური თავისუფლება გაქვს, ისე გააკეთე, როგორც გაგიხარდებაო. სიმღერა კობა ხურციძეს ეკუთვნის. ვახო მესხის და მამუკა გელოვანის დამსახურებაა ეს სიმღერა რომ ვიცი და მადლობა მათ.

ვისაუბროთ სიმღერაზე „შენ გენაცვალე“, რომელიც პროექტში „მიმღერე“ შეასრულე.

სადღაც 1 წლის წინ შემეხმიანა ქალბატონი მარიკო კვალიაშვილი და მითხრა, აჩიკო, მინდა, რომ ჩემი ერთი რომანსი გასწავლოო. თურმე, ამ რომანსს აჩიკო მეფარიძე ასრულებდა. როგორც ქალბატონმა მარიკომ მითხრა, აჩიკო „რომანსების ფესტივალზე“ მიდიოდა და ქალბატონი მარიკოსთვის უთხოვია, რომ რამე ლამაზი რომანსი მოეფიქრებინა მისთვის. აჩიკოს ამ რომანსით გრანპრი აუღია და სხვათა შორის, ძალიან მაინტერესებს მისი ჩანაწერის მოსმენა. მოკლედ, ასე უბრალოდ მასწავლა ქალბატონმა მარიკომ ეს რომანსი და მას შემდეგ სულ მემღერებოდა. პროექტში აკომპანირებას დავით მაზანაშვილის ბენდი მიწევს.

გაიხსენე შენი პირველი ნაბიჯები ქართული სიმღერის მიმართულებით.

ეს იყო ბათუმში და მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარინა თავართქილაძეს, ვისთანაც სულ პირველი ნაბიჯები გადავდგი. გიტარის სასწავლად მივედი და სიმღერა დავიწყე. დიდ მადლობას ვუხდი მზეონა მახარაძეს, რომელთანაც რაღაც პერიოდი გავიარე და ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე. მაშინ ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდი, მაგრამ ახლა ისე გამომადგა ეს ყველაფერი, ახლა თუ ვმღერი და ჩემი რეჟიმიდან გამომდინარე კიდე რაღაცას ვახერხებ, ასე ვთქვათ, ეს სკოლა მზეონა მახარაძესთან მაქვს გავლილი.

როგორ შეიქმნა სიმღერა „მზის სხივი“, რომლის პრემიერაც დღეს შედგება?

ვახო მესხიშვილმა მომასმენინა იაპონური სიმღერა და მას შემდეგ სულ ყურში მქონდა ეს მელოდია, რაღაც ქართული მოტივები, ჰანგები იყო. გადავწყვიტე გადმომექართულებინა და ტექსტისთვის ბიჭი ივანიშვილს შევეხმიანე.

 

აჩიკო ბერიძე – შენ გენაცვალე

 

აჩიკო ბერიძე – მზის სხივი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები