რადიო „არდაიდარდოს“ გადაცემა „რადიო დუეტი თაკო მელიქიშვილთან ერთად“ სტუმარია თამრიკო მეჭიაური და ნანა ცინცაძე ესტუმრნენ.
თამრიკო მეჭიაურმა ნოდარ დუმბაძის ლექსზე შექმნილი სიმღერა „ზამთარი“ შემოგვთავაზა. ნანა ცინცაძემ კი, ლექსი „სარფიანი დაბანდება“ წაიკითხა. გადაცემის ბოლოს კი საშობაო სიმღერის „ჩემი სიმღერის“ პრემიერა შედგა.
როგორი წელი იყო თქვენთვის 2019 წელი?
საკმაოდ წარმატებული წელი იყო, ექიმი, პოეტი ნანა ცინცაძე ამღერდა კიდეც, ჩავწერეთ 2 სიმღერა. ბათუმში ჩვენი სიმღერის პრემიერა შედგა და ის მთელმა ბათუმმა აიტაცა.
ახალ წელს რას აპირებთ?
ჯერჯერობით არაფერი დაგვიგემავს, გვაქვს გარკვეული შემოთავაზებები, თუმცა ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. იქ წავალთ, სადაც უკეთესი იქნება.
ნანა, წიგნთან დაკავშირებით გვესაუბრეთ…
ერთდროულად 3 წიგნზე ვმუშაობ, ერთ-ერთი აფხაზეთის შესახებაა, აფხაზეთის ომში დაჭრილმა ძალიან ბევრმა ჯარისკაცმა ჩემ ხელში გაიარა. წიგნს ქვია „ბარათები“ და ის ერთ ტანკში აფეთქებული ბიჭების შესახებაა. წიგნი მისტიკური ჟანრისაა.
ქალბატონო თამრიკო, თქვენი საბავშვო სტუდიაზე გვესაუბრეთ…
სტუდია „ჩარირამა“ ნუცუბიძეზე მდებარეობს, გვაქვს როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური სწავლებაც.
ახალი სიმღერის ისტორია…
ერთ საღამოს ნანას დავურეკე, ვუთხარი, რომ მელოდია მაქვს და ლექსი დაეწერა, განვუმარტე, რომ მელოდია 10 მარცვლიანი იყო, ნანაც, უცებ, ერთ დღეში შექმნა ლექსი. ეს არის საახალწლო სიმღერა. მუსიკა თამრიკო მეჭიაურს ეკუთვნის, ლექსი კი ნანა ცინცაძეს. არანჟირების ავტორი ბადრი ტერელაძეა, ის „ზე სტუდიოში“, ზაზა გოჩიტაშვილთან ჩაიწერა.
თამრიკო მეჭიაური – ჩემი სიმღერით
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თამრიკო მეჭიაური – ბეღურა. Live
ნინა ცინცაძე – დაბადება. პოეზია არ დაიდარდოში
თამრიკო მეჭიაური & ნანა ცინცაძე. “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები