თაკო მელიქიშვილის საავტორო გადაცემას „რადიო დუეტი” მომღერალი თამთა ცხვიტავა, მანანა კიკილაშვილი და პაატა დეისაძე სტუმრობდნენ. გადაცემის ფარგლებში ნატო გელაშვილის ყველასთვის საყვარელი სიმღერის „თეთრ კლავიშებს” ახალი ვერსიის პრემიერა გაიმართა, რომელსაც მანანა კიკილაშვილი ასრულებს, ასევე გაჟღერდა არაერთი ცოცხალი შესრულება
ვიცი რომ მეგობრები ხართ, დავიწყოთ სწორედ ამით, როგორ დაიწყო თქვენი სამეულის მეგობრობა?
პაატა დეისაძე:
სამივენი შეგვყარა მუსიკამ, თავიდან მე და თამთაც საქმით დავუკავშირდით ერთმანეთს და დღეს უკვე ცოლ-ქმარი ვართ. მანანაც სიმღერისას გავიცანი, გვქონია დუეტები.
მანანა, ალბომისთვის ემზადებით, მხოლოდ რეტრო სიმღერები შევა თუ იქნება განსხვავებული ჟანრიც?
მანანა კიკილაშვილი:
დიდი ხანია ამ ალბომისთვის ვემზადები, სავარაუდოდ 10 სიმღერა შევა. რამდენიმე ისეთი სიმღერაც შევა, რომელიც ჩემთვის შეიქმნა, დღეს რასაც შემოგთავაზებთ, ესეც ჩემთვის შექმნილი სიმღერაა, რომლის რემიქსიც გავაკეთე ახლებური ვერსიით, 15 წლის წინანდელი სიმღერაა, ვფიქრობ, რომ სჭირდება განახლება. ეს სიმღერა ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის და თან გასდევს ჩემს ცხოვრებას.
მანანა კიკილაშვილი, თამთა ცხვიტავა და პაატა დეისაძე -სანამ ქვეყნად გაზაფხული იქნება. Live
რა სიახლეებია თვენს შემოქმედებაში თამთა, პაატა და რას უნდა ელოდოს მსმენელი?
თამთა ცხვიტავა:
მთავარი სიახლე ის არის, რომ გვყავს ჩვენი ბენდი და ყველგან ვუკრავთ ცოცხლად, გვაქვს კონცერტები. ოქტომბერში გვქონდა ვენაში ძალიან კარგი კონცერტი, ახლა შემოდგომაზე კვლავ იგეგმება ავსტიაში კონცერტები. მოსკოვში გვაქვს გამოსვლები, ჯაზის ცოცხალ კონცერტებს ვთავაზობთ მსმენელს. ვცდილობთ სხვაგანაც გამოვჩნდეთ, მრავალფეროვანი პროგრამა გვაქვს, საკმაოდ ცნობილი მუსიკოსები გყვავს ბენდში.
საქართველოს ფარგლებში თუ არის კონცერტი დაგეგმილი?
პაატა დეისაძე:
სულ ვაპირებთ, მაგრამ ვერ დადგა ის გარემო ჩვენთან, რომ კონცერტი გავაკეთოთ. ძალიან რთულია, დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ვერ გახდა მომგებიანი ბიზნესი. საქართელოში ძირითადად კერძო ღონისძიებებში ვიღებთ მონაწილეობას.
თამთა ცხვიტავა:
ძველი, ძალიან კარგი და დავიწყებული სიმღერებისგან შედგება ჩემი რეპერტუარის ნახევარი, რომელიც მსმენელს ძალიან მოსწონს. ძალიან დიდი ნაწილი კი ფართო საზოგადოებამ არც იცის.
„თეთრ კლავიშებს” ყველასათვის საყვარელი სიმღერის ახალი ვერსიის პრემიერა გვაქვს, მოგვიყევით როგორ გადაწყდა?
მანანა კიკილაშვილი:
დიდი ხანია ამ სიმღერის გაკეთება მინდა, ვეცადე და გამოგვივიდა. ნატო გელაშვილის სიმღერაა და ამბობს ხოლმე, რომ ჩემი სიმღერის რემიქსის გაკეთება ძალიან რთულიაო. არანჟირება ზურა მახნიაშვილს ეკუთვნის და მის სტუდიაში ჩაიწერა. დიდი იმედი მაქვს მაყურებელს მოეწონება, ვნახოთ როგორი გამოხმაურება ექნება.
მანანა კიკილაშვილი – თეთრი კლავიშები
გადაცემის აუდიჩანაწერი
მანანა კიკილაშვილი & პაატა დეისაძე – ქარმა სევდა წაიღო და გელი. Live
მანანა კიკილაშვილი, თამთა ცხვიტავა და პაატა დეისაძე. ვიდეო კოლაჟი
ფოტოები