LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ტიალო დარიალაო” – ჯგუფი ,,შარა” სიმღერის პრემიერით ,,არ დაიდარდოში”

71
jg-shara-show

,,რადიო დუეტს” ახალი სიმღერის პრემიერით ჯგუფი ,,შარა” სტუმრობდა, ბიჭებმა რომელთა ხელმძღვანელი მუსიკოსი ჭაბუკა ამირანაშვილია, ცოცხალი შესრულებაც შემოგვთავაზეს და სამომავლო გეგმებზეც გვესაუბრნენ. უახლოეს მომავალში საქართველოს ხუთ რეგიონში ჯგუფის სოლო კონცერტები იგეგმება, მათი ალბომის პრეზენტაცია კი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაიმართება, თუ სად შედგება პრეზენტაცია ჯგუფის წევრებმა საიდუმლოდ დატოვეს…

ჯგუფი ,,შარა” ხშირად მოგზაურობს, მოგვიყევით თქვენი გასტროლების შესახებ?

ჩვენი კონცერტები ხშირად იმართება საზღვარგარეთ და ძალიან მრავალფეროვანი პოგრამა გვაქვს, ჩინეთში ვიყავით ბოლოს და გავაკეთეთ ორი ჩინური სიმღერა, ქართული ინტერპრეტაციით შევასრულეთ და ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა უშუალოდ ჩინეთში, აგვყვნენ, ძალიან ნასიამოვნები დარჩნენ. ეს იყო ჩვენი პირველი გასტროლი ჩინეთში, ძალიან წარმატებულად ჩაიარა და გვაქვს შემოთავაზებები.

რამდენი სიმღერისგან შედგება თქვენი პროგრამა და შოუს ელეენტებზეც რომ გვითხრათ რამდენიმე სიტყვა?

ჩვენი კონცერტის სტრუქტურა ძალიან საინტერესოა, საბოლოო ეფექტის მიღწევაში გვეხმარებიან მოცეკვავეები, ვიყენებთ პროექცია. ძალიან სანახაობრივი და სასიამოვნო მოსასმენია საბოლოო შედეგი. მუსიკოსები ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია განვვითარდეთ, ძალიან გვეხმარება ბატონი ჭაბუკა, მასთან ურთიერთობამ დაგვანახა, რომ მუსიკასთან ურთიერთობის დროს ჩარჩოები არ არსებობს, თუ ქართულია ქართული უნდა იყოს, რასაც გრძნობ ის უნდა გამოხატო შენს შემოქმედებაში.

როგორ აღმოაჩინეთ ჭაბუკამ და ჯგუფმა ,,შარამ” ერთმანეთი?

ჩვენს ჯგუფს ადრე ერქვა ,,ლაკადა”, ძალიან მწირი პროგრამა გვქონდა, იყო რესურსი, მაგრამ სწორად ვერ ვიყენებდით. საჭიროებამ მოითხოვა რომ გვყოლოდა ისეთი ადამიანი, ვინც სწორ მიმართულებას მოგვცემდა. ჭაბუკა ამირანაშვილთან ერთად რადიკალურად გარდაიქმნა და დაიხვეწა ჩვენი ჯგუფი.  ზუსტად იცის ამ ადამიანმა, რა უნდა გააკეთოს ჯგუფის სწორ გზაზე დასაყენებლად, უძლიერესი მუსიკოსია, აქვს უდიდესი გამოცდილება.

საქართველოში ხომ არ გეგმავთ კონცერტების გამართვას?

რამდენიმე დღის წინ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ვგეგმავთ კონცერტების გამართვას. ამ ყველაფერზე მიდის მუშაობა და უახლოეს მომავალში უკვე კონკრეტულ კონცერტებს დავაანონსებთ.

მოგვიყევით ახალ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც შედგება ჩვენს ეთერში, ,,ტიალო დარიალაო” – საიდან გაჩნდა ამ სიმღერის გაკეთების იდეა?

რევაზ ლაღიძის სიმღერაა, ჩვენი ვერსიის არანჟირება ჭაბუა ამირანაშვილს ეკუთვნის, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩანაწერში ყველა ხმა ცოცხალია, ორკესტრიც ცოცხლად უკრავს და ძალიან კარგი გამოვიდა საბოლოო ჯამში. დამზადდა სოფო ხალვაშის სტუდიაში.

უახლოესი გეგმები როგორია?

ვმუშაობთ აქტიურად, უახლოეს მომავალში გაიართება დისკის პრეზენტაცია, რომელშიც 13-14 სიმღერა შევა, მათ შორის იქნება კომპოზიციებიც. ეს პრეზენტაცია საზღვრებს გარეთ გაიმართება, ლოკაციას და თარიღს ჯერ საიდუმლოდ დავტოვებთ…

მადლობა სტუმრობისთვის…

 

ჯგ. შარა – ტიალო დარიალაო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგუფი “შარა” – The Monkey King. 孙悟空 (ჩინური სიმღერა) Live

 

ჯგუფი “შარა” – ქართული პოპური. Live

 

ჯგუფი “შარა”. გადაცემა “რადიო დუეტი”. 6.09.2019. ვიდეო კოლაჟი

 

ჯგუფი “შარა” – სვანური. Live

 

ფოტოები

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები