LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვცდილობთ ხარისხი გავზარდოთ და მსმენელს გემოვნებიანი ნამუშევრები მივაწოდოთ” – „ბანი”

27
bani

„რადიო დუეტს” ჯგუფის „ბანის” წევრი გოგა ნიკოლაძე სტუმრობდა, გადაცემის ფარგლებში „ბანის” ახალი ნამუშევრის პრემიერა გაიმართა. „დიაცო” ასეთია ხალხური სიმღერის სახელწოდება, რომელიც „ბრავო სტუდიაში” დამზადდა.

რა სიახლეებია ბანში, როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

გაზაფხული დადგა და კარგ განწყობაზე ვართ, თითქოს ხელახლა იბადები ისეთი განწყობაა, ჯგუფის სხვა წევრები რეგიონებში არიან გასულები და ერთობლივად ვერ გესტუმრეთ. ალბათ მსმენელმა არ იცის, ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, ჩინეთში, 16 ქვეყანა მონაწილეობდა, ჩვენ მეორე ადგილი დავიკავეთ.

უნდა აღვნიშნო, რომ ბანი” ყოველთვის მუშაობს, მუდმივად გვაქვს რეპეტიციები, ჩაწერები, ვგეგმავთ მეორე ალბომის გამოშვებას. კონცერტების ნაკლებობას არ განვიცდით, ბევრი ღონისძიებაა, უფრო მეტად კორპორატიული. საქართველოს ფარგლებს გარეთ მეტი კონცერტი გვაქვს ვიდრე საქართველოში, უახლოეს მომავალში გერმანიაში, დარმშტატში მივდივართ, ქართული საღამო იქნება, 26 მაისთან დაკავშირებული. უკვე ვიყავით ლიტვა, ლატვია, პოლონეთში, მოკლე ევროპული ტურნე გვქონდა, უფრო ფართომასშტაბიან პროექტზე კი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რომელ სტუდიასთან თანამშრომლობთ?

ბრავო სტუდიაში გავაკეთეთ ბოლო ჩანაწერი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, ვცდილობთ ხარისხი გავზარდოთ და  მსმენელს გემოვნებიანი და ხარისხიანი ნამუშევრები მივაწოდოთ.

„დიაცო” ახალი სიმღერა, ხალხური, ვის ეკუთვნის იდეა?

იდეა ერთობლივია, მაგრამ ამ მიმართულებით კარგი ხედვა ჩვენს სოლისტს, მათე ფირცხალავას აქვს, ძირითადად მართლდება მათეს მოსაზრებები. მთის სტილი და ხმა ძალიან უხდება მათეს. მეგრულსაც, კახურსაც ყველაფერს მღერის მაგრამ, თუშური, ხევსურული ბევრად უკეთ გამოსდის, არა ერთი შემსრულებლის ნამღერს მოუსმინა და საბოლოოდ ბანმაც” შევასრულეთ.

წარმატებები ”ბანს”

 

ჯგ. ბანი – დიაცო

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ჯგ. ბანი. გოგა ნიკოლაძე. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები