LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წელს 10 წელი გვისრულდება” – „ჯეო პლანეტი“ პრემიერით „არ დაიდარდოში”

94
mtvvv

„რადიო დუეტის“ სტუმარი  10 წლიანი ისტორიი მქონე ჯგუფი „ჯეო პლანეტი“ იყო. გრიგოლ ტვილდიანი და ედიშერ ლომაძე „არ დაიდარდოს“ სპეციალურად ბათუმიდან ესტუმრნენ. გადაცემის ფარგლებში ახალი სიმღერის პრემიერა გაიმართა.

რა სიახლეები გაქვთ ჯგუფში?

ედიშერი:

ჩვენი ჯგუფის წამყვანი ვოკალი გახდა გრიგოლ ტვილდიანი, დღეს დავაპრემიერებთ პირველ სიმღერას, რომელიც მასთან ერთად ჩავწერეთ. „დრო“ ასე ქვია ახალ სიმღერას.

დაახლოებით ორი თვის წინ, ჩვენი ვოკალისტი ნანუკა გიორგობიანი გათხოვდა და გრიგოლს დაუთმო ადგილი.

ჟანრობრივად დიდი ცვლილება არ გვექნება, მაგრამ იგეგმება ახალი პროგრამის გაკეთება, უკვე დავიწყეთ მუშაობა და თვენახევარში კონცერტი იგეგმება, 28 აპრილისთვის, ბათუმობა უნდა ჩატარდეს და ჩვენც ვემზადებით ამ კონცერტისთვის. 13-14 სიმღერის გაკეთებას ვფიქრობთ, რამდენიმე რიმეიქი, ქავერ ვერსია და უმეტესობა საავტორო ნამუშევრები იქნება.

წელს 10 წელი გვისრულდება და ვაპირებთ ორეტაპიანი კონცერტი გავაკეთოთ, ერთი ნაწილი ჯგუფის ახლანდელი მოცემულობით, მეორე ნაწილში კი ამ წლების მანძილზე ვინც კი ყოფილა ჯგუში, ყველას მოპატიჟებას ვაპირებთ.

 გრიგოლ, რამდენად გაგიხარდათ ეს სიახლე, ელოდი თუ არა ?

გრიგოლი:

რა თქმა უნდა გამიხარდა, ჩვენ ადრეც გვიმუშავია ერთად, ორი სიმღერა გვაქვს ჩაწერილი, მადლობა მას ნდობისთვის. ყველა მუსიკოსისთვის დიდი პატივია ბენდთან ერთად მუშაობა.  საპასუხისმგებლო და სასიამოვნოა ერთდროულად, ეს ის მუსიკაა, რომელიც მე მიყვარს და დიდი იმედები მაქვს.

რომელ სტუდიასთან თანამშრომლობთ და რა სიხშირით იმართება კონცერტები ბათუმში?

ედიშერი:

ჩვენ საკუთარი სტუდია გვაქვს, მადლობა ბათუმის კულტურის ცენტრის დირექტორს რომელიც ძალიან გვეხმარება. რაც შეეხება კონცერტებს წლის განმავლობაშ 2-3 კონცერტს ვატარებთ, ასევე არის ივენთები პერიოდულად.

სატელევიზიო პრემიერებს თუ გეგმავთ?

კვირას აჭარის ტელევიზიის დილის ეთერში უკვე ახალი სიმღერის სატელევიზიო პრემიერას ვგეგმავთ, შემდეგი ეტაპი კი საზოგადოებრივი მაუწყებლის დილის ეთერია, სადაც მთელი ჯგუფის ცოცხალი შესრულება იქნება წარმოდგენილი.

მოგვიყევით ახალ სიმღერაზე „დრო“?

ჩვეულებრივი დღე იყო, სახლში ვიყავი, ინტერნეტში ვეძებდი რაღაცეებს და წავაწყდი ჩემი უსაყვარლესი ნიკო გომელაურის ტექსტს „დრო ყველაფრის მკურნალია“, უცებ მოიტანა ემოცია ამ ტექსტმა და დავწერე სიმღერა.  შემდეგ მოვასმენინე მეუღლეს, მეგობრებს, მოეწონათ და მითხრეს რომ სტუდიური ვერსიის გაკეთება კარგი იქნებოდა. სიმღერის წერის პროცესში გრიგოლი უკვე ჩვენთან იყო და ისე გამოვიდა, რომ ეს სიმღერა მისთვის დაიწერა. დაახლოებით თვენახევარი მიმდინარეობდა სტუდიური სესიები, დიდი სამუშაო გაწია მთელმა ჯგუფმა.

მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებები.

 

ჯეო პლანეტი & გრიგოლ ტვილდიანი – დრო 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

Geo Planet – სიჭაბუკე მესიზმრება. Live

 

Geo Planet. ედიშერ ლომაძე და გრიგოლ ტვილდიანი. ვიდეო კოლაჟი

 

ფოტოები

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები