area.ge – ქართულ რეალობაში უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმაა, რომელიც უზრუნველყოფს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ყველა ნაბიჯის სისრულეში მოყვანას მარტივად, მომხმარებელზე მორგებული პირობებით.
არეა პირველია, რომელმაც ციფრულ სიბრტყეში გადაიტანა ყველა ის პროცედურა რაც ქონების, ყიდვას, გაყიდვას, გაქირავებასა თუ დაგირავებას ეხება. სწორედ მისი სერვისების მეშვეობით, დღეს გამარტივებულია ის ციკლი, რაც საცხოვრებელი ფართის, მიწის ნაკვეთის, კომერციული თუ საოფისე ფართის მოძიებას ან გაყიდვას ეხება.
იპოთეკური სესხის ონლაინ მოთხოვნა
იპოთეკური სესხის აღება უძრავი ქონების შეძენის მიზნით ბევრ სხვადასხვა პროცედურას მოითხოვს, თუმცა, არეამ ამ საკითხშიც შეიტანა თავისი წვლილი და შესაძლებელი გახადა იპოთეკური სესხის ონლაინ მოთხოვნა, დისტანციურად ფილიალში მისვლის გარეშე.
არეაზე წარმოდგენილ უძრავი ქონების ნებისმიერ განცხადებას ჩაშენებული აქვს იპოთეკური სესხის მოთხოვნის ფუნქციონალი, შესაბამისი აპლიკაცია მომხმარებლისგან მხოლოდ პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს იმისთვის, რომ განაცხადი სესხის ონლაინ მოთხოვნის შესახებ დაფიქსირდეს. საიტზე ჩაშენებული სესხის კალკულატორი გამოგითვლით ყველა იმ მაჩვენებელს, რითაც შეძლება დაინტერესდეთ – ეს იქნება საპროცენტო განაკვეთი, თანამონაწილეობის თანხა, ყოველთვიური გადასახადის მოცულობა თუ სხვა.
უძრავი ქონების ექსპერტის მომსახურება
თუ დრო არ გაქვთ ქონების შესარჩევად, არეა გთავაზობთ უძრავი ქონების ექსპერტის მომსახურებას, რომელიც თქვენს ნაცვლად იპოვის თქვენს მოთხოვნებზე მორგებულ ბინას, გაგაცნობთ მის მახასიათებლებსა და ძლიერ მხარეებს, შეგახვედრებთ მესაკუთრესთან, საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება საბანკო საქმეებში და უზრუნველყოფს გადაფორმების საკითხსაც. ანალოგიურ დახმარებას გაგიწევთ გაყიდვის დროსაც, წარუდგენს თქვენს ქონებას შესაბამის წრეს, ჩაუტარებს პრეზენტაციას, გაავრცელებს განცხადებას სოციალური მედიის მეშვეობით და საქმის დასრულებამდე თქვენს გვერდით იქნება.
ქონების ვიზუალიზაცია
ქონების ვიზუალიზაცია ესაა სერვისი თქვენი ქონების რეალურად აღქმისა და წარმოჩენისთვის. სერვისით სარგებლობისთვის, არეას ფოტოგრაფთა გუნდი წინასწარ დათქმულ დროს ეწვევა თქვენს ქონებას, გადაიღებს ნათელ, აღქმად ფოტოებს შესაბამისი ტექნიკით, რათა ხაზი გაესვას დადებით მხარეებს და დაინტერესებულ პირს შეექნას რეალური წარმოდგენა ქონებაზე.
ამ და სხვა სერვისების დეტალურად გასაცნობად ეწვიეთ უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმას area.ge
R