LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Area.ge შენს საჭიროებებსა და მოთხოვნებზე მორგებული უძრავი ქონების შეძენაში დაგეხმარება

126
ფორტუნა 715X400

ბინის ყიდვა ძალიან საპასუხისმგებლო საკითხია. ეს ისეთი გადაწყვეტილებაა, რომლის მიღებაც ადამიანს შეიძლება, ცხოვრებაში ერთხელ მოუხდეს, ამიტომაც დიდი დაფიქრებაა საჭირო. როგორც წესი, სასურველი ბინის მოძებნა და პოვნა საკმაოდ  დამღლელი პროცესია. თუმცა, XXI საუკუნემ და ზოგადმა განვითარებამ უძრავი ქონების ბაზარზეც მკვეთრად შეცვალა მომხმარებლის ქცევა.

ადრე თუ ბინის ყიდვა ან ქირაობა გინდოდა, ყველაზე კარგი გზა ე.წ. „მაკლერის“ მოძიება იყო, რომელიც მხოლოდ მის ინტერესებში გათვალისწინებულ საცხოვრებელს გაჩვენებდა და ბუნებრივია, ამაში გასამრჯელოსაც იღებდა. დღეს კი, როდესაც არსებობს უძრავი ქონების ონლაინ პლატფორმა Area.ge –  საქმე ბევრად უფრო მარტივადაა.

რას გვთავაზობს Area.ge?

Area.ge გაძლევს საშუალებას, შენთვის მოსახერხებელ დროს, ხელის გულზე „გადაიშალო“ თბილისში გასაყიდი თუ გასაქირავებელი

უძრავი ქონება, მიიღო დეტალური ინფორმაცია ბინის მოწყობის, ოთახების რაოდენობის, კომუნიკაციის გამართულობისა თუ შენთვის საინტერესო თემების შესახებ, პირდაპირ დაუკავშირდე მესაკუთრეს და მარტივად, იპოვო ის, რასაც გულით ეძებდი.

უძრავი ქონების ბაზარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა – Area.ge კი საუკეთესო და ყველაზე კომფორტული საშუალებაა შენზე მორგებული ბინისა თუ სახლის შესარჩევად. მიწის ნაკვეთი, ბინა ახალ თუ ძველ აშენებულ კორპუსებში, კერძო სახლი, ბინები საინვესტიციოდ, ქირა, გირაო, ბინები დღიურად – უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმაზე თქვენთვის საინტერესო ყველა შეთავაზებას ნახავთ.

რა სერვისებს სთავაზობს არეა დეველოპერულ კომპანიებს?

არეას განსაკუთრებული შეთავაზებები დეველოპერული კომპანიებისთვისაც აქვს. უძრავი ქონების თანამედროვე პლატფორმა სამშენებლო კომპანიებს აძლევს საშუალებას, Area.ge-ზე განათავსონ ინფორმაცია მშენებარე კორპუსში არსებული ნებისმიერი ბინის შესახებ. თუ დაინტერესებული ხართ ახალაშენებულ, ან მშენებარე კორპუსში ბინის ყიდვით, არეაზე მიიღებთ ინფორმაციას მშენებლობის დასრულების, გამწვანების, ინფრასტრუქტურის, ჩაბარების ეტაპისა და ყველა იმ დეტალის შესახებ, რითაც

მყიდველი შეიძლება, დაინტერესდეს.

გარდა ამისა, Area.ge-ზე შესაძლებელია იპოთეკური სესხის დისტანციურად მოთხოვა. ონლაინ შეავსებთ განაცხადს და  მეორე დღეს, თქვენზე მორგებული პირობებით „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დეტალების შესათანხმებლად დაგიკავშირდებათ. თან, ნუ დაგავიწყდებათ, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ახალაშენებულ ან მშენებარე კორპუსში ბინის საყიდლად 2020 წლის ბოლომდე აღებული იპოთეკური სესხის 4%-მდე საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო ასუბსიდირებს 5 წლის ვადით.

თუ კიდევ დარჩა ისეთი საკითხი, რაც თქვენს ინტერესს იწვევს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ Area.ge -ს და ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს მიიღებთ. ბინის მოძებნა არეასთან ერთად სასიამოვნო გამოცდილებას გპირდებათ.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g