Area.ge უძრავი ქონების პლატფორმაა, რომელმაც ციფრულ სივრცეში გადაიტანა ბინის ყიდვა – გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სერვისი. სწორედ ამიტომ არეა გახდა საუკეთესო პარტნიორი, როგორც უძრავი ქონების გაყიდვით დაინტერესებული ადამიანებისთვის, ასევე მაძიებლებისთვის.
რა სერვისებს გვთავაზობს არეა?
უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge გასაყიდი ბინების ყველაზე დიდი ასორტიმენტით გამოირჩევა. საიტზე წარმოდგენილი განცხადებების უპირატესობა მათი სიზუსტე და გამჭირვალობაა. იმისათვის, რომ განცხადება დახვეწილი და ქონების მაძიებლისთვის მიმზიდველი იყოს, არეა მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პრემიუმ სერვისებს, როგორიცაა: ფოტოგადაღება, განცხადების რედაქტორი, 3დ ტური, რითაც ეხმარება დაინტერესებულ პირს, წარმოაჩინოს მისი ქონება საინტერესოდ.
ქონების შეფასება
ქონების ადეკვატური შეფასება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რომლის დადგენაშიც არეა აუცილებლად გაგიწევთ დახმარებას. არეა უძრავი ქონების შეფასების განსხვავებულ ვარიანტებს გთავაზობთ:
-
სარეკომენდაციო შეფასება – საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დასკვნა სპეციალისტების ჩართულობით;
-
პროფესიონალური შეფასება – ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილი იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ არეაზე უძრავი ქონების შეფასების სერვისის ყიდვისას, ამ ქონებას საერთაშორისო კომპანია Cushman & Wakefield აფასებს. შეფასების შემდეგ კი მომხმარებელს გადაეცემა დოკუმენტირებული დასკვნა, რომელიც ვალიდურია ნებისმიერ ფინანსურ ინსტიტუტში წარსადგენად.
უძრავი ქონების მრავალფეროვანი არჩევანი
მას შემდეგ, რაც შეაფასებთ ქონებას, გააკეთებთ განაცხადს და გაყიდით საცხოვრებელს წარმატებით, ჯერი ახალი სახლის ყიდვაზე დგება. ეძებთ ბინას გასაფართოებლად, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, თუ საინვესტიციოდ, ამას მნიშვნელობა არ აქვს, არეაზე ნებისმიერი მიზნისთვის განკუთვნილ უძრავ ქონებას ნახავთ, რომელიც თქვენს სურვილებს აუცილებლად დააკმაყოფილებს.
ფინანსური ხელშეწყობა – იპოთეკური სესხის დისტანციური მოთხოვნა
თუ თანხა გაკლდებათ და იპოთეკური სესხი გჭირდებათ ოცნების ბინის შესაძენად, შესაძლებელია სესხი პირდაპირ Area.ge-დან მოითხოვოთ, შეავსოთ მარტივი ფორმა, გადათვალოთ რა რაოდენობის თანხა გჭირდება, ყოველთვიურად რამდენი გექნებათ შესატანი კრედიტის დასაფარად და გააგზავნოთ სესხის მოთხოვნა დისტანციურად.
ბინას ყიდულობთ, მაგრამ რემონტისთვის საჭირო თანხა არ გრჩებათ? ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ, ისარგებლოთ არეას მომსახურებით, დისტანციურად გააგზავნოთ სესხის მოთხოვნა რემონტისთვის, შეიქმნათ სრული კომფორტი და გადახვიდეთ ახალ სახლში საცხოვრებლად.
იყიდე და გაყიდე სახლი მარტივად
ზემოთ ჩამოთვლილი სერვისები ცხადყოფს, რომ უძრავი ქონების პლატფორმა Area.ge ყველანაირად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს და ქონების ყიდვა-გაყიდვის სრული ციკლის განმავლობაში გთავაზობთ ისეთ სერვისებს, რომელიც წარმოაჩენს თქვენს ქონებას რეალისტურად, წარადგენს ყველაზე მეტი მაძიებლის წინაშე, გეხმარებათ თქვენს მოთხოვნებზე მორგებული სახლის/ბინის მოძებნა-შეძენა- გარემონტებაში და საჭიროების შემთხვევაში გთავაზობთ იპოთეკური სესხის მოთხოვნის გაგზავნას დისტანციურად, მარტივი ფორმის შევსების საფუძველზე.
იყიდე ან გაყიდე უძრავი ქონება უმარტივესად – Area.ge-ს პრემიუმ სერვისების გამოყენებით!
R