LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არესტოვიჩი: ომის დაწყებიდან 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა

106
maxresdefault (1)

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე 10 ათასამდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი დღე-ღამეში სულ მცირე 200-300 ადამიანს კარგავს.

„კონფლიქტის დასაწყისში დღე-ღამეში საშუალოდ 100 ადამიანი გვეღუპებოდა. მაგრამ პირველი 20-30 დღის განმავლობაში რუსულ არმიას დღე-ღამეში 1000 ადამიანი ეღუპებოდა. ახლა რუსეთი დღე-ღამეში სულ მცირე 200-300 ადამიანს კარგავს“, – განაცხადა არესტოვიჩმა Youtube-არხის „ფეიგინ LIVE“ ეთერში საუბრისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g