შობის დღესასწაული ახლოვდება და თან უზარმაზარი სიურპრიზი მოაქვს – სულ მალე, არეტა ფრანკლინის აქამდე უცნობ სიმღერას მოვისმენთ.
“Big Band Holidays II” – “ლინკოლნის ცენტრალური ორკესტრი” და უინტონ მარსალისი საშობაო ალბომს გამოსცემს, სადაც არეტა ფრანკლინის პერფორმანსიც არის ჩაწერილი. რიტმ-ენ-ბლუზს, სოულისა და გოსპელს დედოფალმა სიმღერა 2015 წელს, “ლინკოლნის ცენტრში” დაუკრა.
შეგახსენებთ, არეტა ფრანკლინი პირველი მომღერალი ქალია, რომლის სახელიც შეყვანილი იქნა “როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.ის ასევე “გოსპელის დიდების დარბაზის” წევრია, ჟურნალმა “Rolling Stone”-მა კი თავის სიაში “ყველა დროის 100 უდიდესი მომღერალი” პირველი ადგილი მიუჩინა.
კომპოზიცია, რომლემაც ექს-პრეზიდენტი, ბარაკ ობამა აატირა ?
https://www.youtube.com/watch?v=XHsnZT7Z2yQ