გარდაცვალების შემდეგ, არეტა ფრანკლინს პულიცერის სპეციალური პრემია მიენიჭა. გაირკვა. რომ ,,სოულის დედოფალმა”, პრესტიჟული ჯილდო ,,ხუთი ათეული წლის განმავლობაში, ამერიკულ მუსიკასა და კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის” დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული შემსრულებელი პირველი ქალი და მეთორმეტე მუსიკოსია, რომელსაც პულიცერის პრემია გადასცეს. ამერიკელი მომღერლის მსგავსად, ასევე გარდაცვალების შემდეგ მიანიჭეს ჯილდო: სკოტ ჯოპლინს, ჯორჯ გერშვინს, დიუკ ელინგტონს, თელონიუს მონკს, ჯონ კოლტრეინსა და ჰენკ უილიამსს.
Congratulations to @ArethaFranklin and her family and friends. #Pulitzer #QueenOfSoul #Respect pic.twitter.com/SRdwncE5UI
— The Pulitzer Prizes (@PulitzerPrizes) April 15, 2019
შეგახსენებთ, რომ არეტა ფრანკლინი 2018 წლის 16 აგვისტოს, დეტროიტში, საკუთარ სახლში, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, სიკვდილის მიზეზი, პანკრეასის კიბო გახდა.