LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არგენტინა ქართულ თხილს ყიდულობს

114
shutterstock-446725120

2021 წლის 1 აგვისტოდან 2022 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 19.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 91.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.9 ათასი ტონით (25%), ხოლო ღირებულება 6.1 მლნ აშშ დოლარით (7%) გაიზარდა.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (8,245 ტონა), გერმანიაში (3.763 ტონა), ესპანეთში (638 ტონა), ჩეხეთში (504 ტონა), პოლონეთში (379 ტონა), ლიეტუვაში (403 ტონა), საფრანგეთში (378 ტონა), ბულგარეთში (144 ტონა), საბერძნეთში (71 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), ესტონეთში (98 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე: სომხეთში (1,380 ტონა), ჩინეთში (785 ტონა), რუსეთში (443 ტონა), უკრაინაში (361 ტონა), ალჟირში (241 ტონა), საუდის არაბეთში (326 ტონა), ბელარუსში (283 ტონა), ერაყში (168 ტონა), შვეიცარიაში (173 ტონა), მექსიკაში (120 ტონა), კანადაში (120 ტონა), არგენტინაში (119 ტონა), აზერბაიჯანში (82 ტონა), არაბთა გაერთიანებულ ემირატებში (75 ტონა), ყაზახეთში (45 ტონა), თურქეთში (92 ტონა), უზბეკეთში (66 ტონა), ტუნისში (27 ტონა), გაერთიანებულ სამეფოში (22 ტონა), ყირგიზეთში (44 ტონა), იორდანიაში (30 ტონა).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g