LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არგუმენტი, რომ პრეპარატი მცენარეულია, სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს დაგვიშავებს, დიდი სიფრთხილეა საჭირო” – ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოქალაქეებს რჩევით მიმართავს

227
BeFunky-collage (62)

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ პოსტში ე.წ. “მცენარეული წამლების” გამოყენების საკითხს ეხება და წერს, რომ “ის არგუმენტი, რომ პრეპარატი მცენარეულია, სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს დაგვიშავებს”

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ჩვენთან ძალიან ბევრი ადამიანი სრულიად უკონტროლოდ მოიხმარს სხვადასხვა მედიკამენტს და ეს საყოველთაო პრობლემაა, განსაკუთრებით კოვიდის ეპოქაში, მაგრამ ახლა მინდა შევეხო ე.წ. “მცენარეულ წამლებს”, რაც დამკვიდრებული ტერმინია და ადამიანები სრულიად დარწმუნებულები არიან, რომ თუ პრეპარატი “მცენარეულია”, ე.ი ავტომატურად უვნებელია და შეიძლება თავისუფლად მივიღოთ, თუნდაც სრულიად უმისამართოდ და უკონტროლოდ.

ის არგუმენტი, რომ პრეპარატი მცენარეულია, სულაც არ ნიშნავს, რომ ვერაფერს დაგვიშავებს. უამრავი ძალიან ძლიერ მოქმედი საშუალება სწორედ მცენარეებისგან მზადდება (მაგალითად, დიგოქსინი და უამრავი სხვა).

ამაზე კეთდება აქცენტი ე.წ. ექიმბაშების მიერ დამზადებული საშუალებების გამოყენებისასაც. ბევრი ფიქრობს, რომ მაინც “მოსინჯავს”, რადგან მცენარეულია და მინიმუმ არაფერს დაუშავებს. თუმცა არაერთი ადამიანის ჯანმრთელობას შეჰქმნია სერიოზული საფრთხე სწორედ ამ გაურკვეველი “მცენარეული” საშუალებების მიღებისას.

ამიტომ მარტო იმის გამო, რომ პრეპარატი მცენარისგან არის დამზადებული, მას უვნებელს არ ხდის და როგორც სხვა, ნებისმიერი წამლის შემთხვევაში, დიდი სიფრთხილეა საჭირო”, – წერს მაია ბუწაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g