„ერთიანი სია ძალიან კარგი იდეაა და მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, მაგრამ შეიძლება ასე არ გამოვიდეს. შეიძლება ორი დიდი „ნაცური“ გაერთიანება იყოს ან რაღაც ამდაგვარი“ – აღნიშნული განცხადება „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა გააკეთა.
მისი თქმით , „გირჩი“ნებისმიერ შემთხვევაში მხარს დაუჭერს ასეთ გაერთიანებებს:
„ერთიანი სია ძალიან კარგი იდეაა და მხარს ვუჭერთ. მოვუწოდებთ, ყველა „ნაცი“ და თითქმის „ნაციც“ „ნაცში“ გაერთიანდეს, მაგრამ შეიძლება ასე არ გამოვიდეს. შეიძლება ორი დიდი „ნაცური“ გაერთიანება იყოს ან რაღაც ამდაგვარი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მხარს ვუჭერთ ასეთ გაერთიანებებს.
დახმარება თუ შეგვიძლია, დავეხმარებით, რათა სწორი სურათი ჩამოყალიბდეს ქვეყანაში. არიან „ნაცები“, „ქოცები“ და „გირჩები“, ეს იქნება ყველაზე ადეკვატური ასახვა იმ რეალური პოლიტიკური სურათისა, რომელიც ახლა გვაქვს. ჩვენ ეს გაერთიანება ძალიან გვაწყობს და მაქსიმალურ წარმატებას ვუსურვებ ყველ ჩემს ოპოზიციონერ კოლეგას.
ჩვენი ხალხის იმედი გვაქვს. ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელსაც მკაფიო იდეოლოგია და რეპუტაცია აქვს. ჩვენი პრინციპები არ დაგვირღვევია წლების განმავლობაში, ყოველთვის ღიად და საჯაროდ ვიცავთ პოზიციებს და ვხსნით გადაწყვეტილებებს. ხალხის იმედი გვაქვს, თუ უმრავლესობა არა, ათიდან ერთი ადამიანი მაინც მოიძებნება ისეთი, ვინც ამას დააფასებს და დაინახავს“ – აღნიშნა რაქვიაშვილმა.
რაქვიაშვილის განცხადებითვე, ის პრეზიდენტის მხრიდან გაერთიანებისკენ მიმართულ კონკრეტულ ნაბიჯებს ვერ ხედავს.
„ჯერ მე ვერ ვხედავ კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც ამას ხელს შეუწყობს. თუ პრეზიდენტი შეძლებს „ნაცების“ გაერთიანებას ხელი შეუწყოს მადლობის მეტი არაფერი არ ეკუთვნის“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.