LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არიან ქვეყნები, რომლებიც NATO-ში არ გვხედავენ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომში ვართ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

150
BeFunky-collage - 2025-01-09T010929.884

არიან ქვეყნები, რომლებიც NATO-ში არ გვხედავენ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ომში ვართ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას უფლება აქვს, მოითხოვოს უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები, რათა რუსეთმა ქვეყანაზე თავდასხმა ვეღარ შეძლოს.

„გულწრფელად გეტყვით, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ნატო-ში და ჩემთვის არაფერია ახალი იმაში, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, არ იყო დაცული უსაფრთხოების გარანტიების მომცემი სერიოზული ალიანსით.

ეს იყო აშშ, ეს იყო გერმანია, ეს იყო უნგრეთი და ესენი იყვნენ სლოვაკები. და ეს ფაქტია. და თუ ჩვენ ღიად ვსაუბრობთ, მაშინ გულწრფელად ვთქვათ – ისინი იქ არ გვხედავენ. მჯერა, რომ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ომში ვართ. პუტინს ესმოდა, რომ უკრაინას არავინ დაუჭერდა მხარს, მას შეეძლო ჩვენი განადგურება, მაგრამ უკრაინელი ხალხის ძლიერმა არმიამ და ჩვენმა ხალხმა გააოცა მთელი მსოფლიო. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ და ჩვენ ეს გვინდა და მე ეს საკითხი პრეზიდენტ ტრამპთან განვიხილე, რომ ჩვენ გვინდა, რომ ეს აღარ განმეორდეს“,- განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g