არიანა გრანდემ ნიშნობის შესახებ განაცხადა. პოპულარულმა მომღერალმა ბოიფრენდთან, პიტ დევიდსონთან ურთიერთობა სულ რამდენიმე კვირის წინ დაიწყო.
ინფორმაცია წყვილის ერთდროულად რამდენიმე მეგობარმა დაადასტურა. მათი თქმით, გრანდე და დევიდსონი ძალიან ბედნიერები არიან.
შეგახსენებთ, რომ ახალი ურთიერთობის დაწყებამდე არიანა ორი წლის განმავლობაში მაქს მილერს ხვდებოდა, რომელთან დაშორების შემდეგ რამდენიმე დღეში გრანდემ ახალი ურთიერთობა დაიწყო.