ამერიკელმა რეპერმა ნიკი მინაჟმა სიმღერა „Bed“ გამოუშვა. სიახლის ჩაწერაში მონაწილეობა არიანა გრანდემ მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ეს ვარსკვლავების პირველი დუეტი არ არის, 2016 წლის აგვისტოში გოგონებმა სიმღერა „Side To Side“ გამოუშვეს, რომელიც Billboard Hot 100-ის მეოთხე პოზიციამდე ავიდა და მარტო აშშ-ში 4-გზის პლატინის გახდა.
რაც შეეხება ახალ სიმღერას, ის რიგით მესამე სინგლია მინაჟის ახალ ალბომში „Queen“, რომლის რელიზიც 10 აგვისტოს იგეგმება.