22 მაისს, მანჩესტერში არიანა გრანდეს კონცერტზე მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც 22 ადამიანის სიცოცოხლე ემსხვერპლა, მომღერალმა მიღებული შოკის გამო დროებით ტურნეს შეწყვეტა გადაწყვიტა.
როგორც ჩანს, გრანდემ სცენაზე დაბრუნება გადაწყვიტა. გუშინ, 23 წლის მომღერალმა პარიზში თავისი ევროპული ტურნე განაახლა და კონცერტი გამართა. შოუზე მან თავისი ცნობილი და ახალი სიმღერები შეასრულა, ასევე არ დაივიწყა ტერაქტის შედეგად დაზარალებულებიც და მათ სიმღერა „Somewhere Over The Rainbow“ მიუძღვნა, რომელიც ამ დღეებში ცალკე სინგლად გამოუშვა.
მოგვიანებით, სცენაზე მას ბოიფრენდი მაკ მილერი შეუერთდა. წყვილმა ერთად რამდენიმე დუეტი შეასრულა.