არიანა გრანდემ, დაანონსებიდან მალევე, სიმღერის Thank U, Next კლიპი გამოაქვეყნა. პრემიერიდან 24 საათში, ვიდეო 50 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა, რაც ახალი რეკორდული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლისთვის 26 წლის მომღერალმა რამდენიმე განსხვავებული პერსონაჟის იმიჯი მოირგო და ფილმების: ,,ცუდი გოგონები”, ,,ქერათმიანი ადვოკატი”, ,,მიაღწიე წარმატებას” და ,,13-დან 30-ში” კადრები გაიმეორა.
საინტერესოა ისიც, რომ ახალგაზრდა შემსრულებელის ახალ კლიპში, ჰანა ლუქს დევისმა, ისეთი ცნობილი სახეები გადაიღო, როგორებიც: ჯენიფერ კულიჯი, კრის ჯენერი, ტროი სივანი, ჯონათან ბენეტი, სტეფანი დრამონდი და Youtube-ისა და ამერიკული სიტკომის, ,,გამარჯვებული” ვარსკვლავები არიან. ვიდეოში ასევე, არიანას ნახევარძმა, ფრენკი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ ამ დღეებში, სინგლს ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციამ (RIAA), პლატინის სტატუსი მიანიჭა.