აღსანიშნავია, რომ სინგლის Thank U, Next რელიზი 3 ნოემბერს შედგა, რაც იმას ნიშნავს, რომ 26 წლის მომღერლის უახლესი ნამუშევრის გამოსვლიდან ჯერ ერთი თვეც არ გასულა.
სიახლის ასეთი შედეგი ახალგაზრდა შემსრულებლისთვის უკვე დიდი სტიმულია, რადგან ტრეკი ამავე სახელწოდების მეხუთე სტუდიურ ალბომში შედის, რომელიც დღის სინათლეს უახლოეს მომავალში იხილავს.
საინტერესოა, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავი მალე სიმღერის კლიპის გამოშვებასაც გეგმავს, რომლის თიზერი ამერიკელმა შემსრულებელმა ახლახან გამოაქვეყნა. ვიდეოს რეჟისორი ჰანა ლუქს დევისია, რომელსაც გრანდეს მუსიკალური რგოლების უმრავლესობა ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ სიმღერა უკვე მესამე კვირაა ,,ბილბორდის ცხელ 100-ეულსა” და ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ჩარტს ლიდერობს.
View this post on Instagram
for once i don’t really have words ?1⃣? i love u so much and thank u
A post shared by Ariana Grande (@arianagrande) on