LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის არის აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი – გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი

1327
7u

“ის არის ძალიან დიდი პატრიოტი, უწესიერესი ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა ნასამართლევი”, – ამის შესახებ გუდაურში, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა, ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა. კაკაბაძეს თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ამ ეტაპზე არ შეუძლია დეტალურად გადმოსცეს მომხდარის შესახებ, რადგან დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება.

“თვითონაც დაჭრილია. არ შეუძლია ნორმალურად საუბარი, რომ დეტალურად გადმოსცეს მომხდარი ფაქტის შესახებ მნიშვნელოვანი გარემოებები, ვინაიდან, ამ ეტაპზე ისიც იმყოფება საავადმყოფოში. დროებითი მოთავსების იზოლატორმა ფაქტობრივად ვერ მიიღო მისი დაზიანებებიდან გამომდინარე. მე მინდა დაველოდო, რომ მისი მდგომარეობა უკეთესი გახდება და ამის შემდეგ მეტ ინფორმაციას მივიღებ”, – განაცხადა ადვოკატმა.

ადვოკატი ბრალს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დაკავებული იძულებული იყო თავი დაეცვა.

“ბრალს, რა თქმა უნდა, ვერ დავეთანხმებით, გამომდინარე იქიდან, რომ უტყუარად ჩნდება შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები. ბრალდებულის მიმართ რამდენიმე ადამიანი ახორციელებდა ძალადობას, ის არაერთხელ სცემეს. მიაყენეს სხვადასხვა სახის დაზიანებები. ის ცდილობდა გაცლოდა, აყენებდნენ დაზიანებებს, არ უშვებდნენ და რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, რომ ადამიანს აქვს უფლება თავი დაიცვას. თავდაცვის უფლება არის კანონმდებლობით, კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლება. ბრალდებული არის ყოფილი სამხედრო, ის არის აგვისტოს ომის ერთ-ერთი გმირი, რომელიც იბრძოდა ვაჟკაცურად. მიუხედავად იმისა, რომ ომში მიიღო დაზიანება, ის იბრძოდა და რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პატრიოტი, უწერიერესი ადამიანი, რომელიც არასდროს ყოფილა ნასამართლევი და არასდროს ყოფილა მხილებული რაიმე დანაშაულში. უბრალოდ მოხდა ის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენა კანონით გათვალისწინებული უფლება, უფლება რომ დაიცვას საკუთარი თავი”, – აცხადებს ტარიელ კაკაბაძე.

გუდაურში მამაკაცი მოკლეს

შეგახსენებთ, გუშინ “ახალ გუდაურში” ახალგარზდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. დაჭრილის მდგომარეობა მძიმე, თუმცა სტაბილურია. დაჭრილი კლინიკაშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღითაა ჩადენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები