LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არის ისეთი მექანიზმები, რითაც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა საგვარეულო დაავადებები, ფსიქო-ემოციური პრობლემები, მიდრეკილებები…“ – ანზორ ოდიშარია

22
ანზორ-ოდიშარია

8 თებერვალს თაკო მელიქიშვილის და ეზოთერიკოს ანზორ ოდიშარიას გადაცემის „გზაჯვარედინი“ მთავარი თემა სიყვარული, პარტნიორული ურთიერთობები, წინაპრები და წინაპრებთან კავშირი იყო. „არ დაიდარდოს“ მსმენელმა ანზორ ოდიშარიასგან საინტერესო რჩევები და რეკომენდაციებიც მიიღო.

ანზორ ოდიშარია: დღეს განსაკუთრებული დღე გვაქვს და ასეა შემდგომი პერიოდის განმავლობაშიც. ჩვენს ცხოვრებაში უკვე შემოიჭრა სიყვარულის ენერგია, ყველა 14 თებერვლისთვის ემზადება. ადამიანებს უნდათ, რომ ერთმანეთი გაახარონ და ამაზე კარგი არაფერია. მე ხშირად ვამბობ, რომ ეს ემოცია, ეს სიყვარულის განცდა, ადამიანს აძლევს იმ უნარს, რომ ყველაფერი შეძლოს. სიყვარულის განახლება ყოველთვის საჭიროა, ფლირტის, სიყვარულის მაცოცხლებელი ენერგია არასდროს უნდა დაიკარგოს, არცერთ ასაკში.

ადამიანებს, რომელთაც არ ჰყავთ პარტნიორი, რა შეუძლიათ გააკეთონ იმისთვის, რომ მოიზიდონ მეორე ნახევარი?

პირველ რიგში, აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ თუ მარტო ვართ და პარტნიორი არ გვყავს, ჩვენნაირები კიდევ არიან, ანუ მარტო არ ვართ, შესაბამისად, შეგვიძლიa ვიპოვოთ ის, ვინც ასევე მარტოდ გრძნობს თავს და მასთან გავერთიანდეთ ამ დღეს. მთელი ამბავი არის იმაში, რომ ადამიანი, რომელიც ცდილობს, რომელსაც სურვილი აქვს, მას აუცილებლად გამოუვა ეს. არცერთი ჩვენგანი არ არის იმისთვის განკუთვნილი, რომ მარტო იყოს, თუ ეს თავად ჩვენი გადაწყვეტილება არ არის. თუ ადამიანს უნდა, რომ ამ დღეს დღესასწაული მოიწყოს, გაიხაროს, მიიღოს განსაკუთრებული ემოციები, შეუძლია ეს რეალობა შექმნას და გადადგას ნაბიჯები. ჩვენ ხომ ძირითადად ეს იმიტომ გვიჭირს, რომ გარკვეული პრინციპები, ღირებულებები, ფასეულობები, შიშები, კომპლექსები ხელს გვიშლის და უცებ, თუ დაფიქრდებით, მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, იმ ბედნიერებასთან შედარებით. თუ ამას აღიქვამთ და მიიღებთ, მაშინ ყველაფერს შეძლებთ და ყველაფერი გამოგივათ. ადამიანები კარგავენ დროს იმაში, რომ არიან მოლოდინში და ჰგონიათ, რომ რაღაც მერე თავისით მოხდება და გამოცდილებამ აჩვენა, რომ სამწუხაროდ თუ სასიხარულოდ, მოლოდინი არ არის სწორი გადაწყვეტილება. იყავით საკუთარი ცხოვრების შემოქმედები.

ჩემი დაკვირვებით, ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიურად ფიქრი, რადგან ადამიანი რაზეც ბევრს ფიქრობს, იმას იზიდავს.

მარტო ფიქრი არ შველის, მაგრამ მენტალურად, აზრობრივად სიტუაციის სწორად აღქმა და მოლოდინების სწორად შექმნა, ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმისა, რომ უკვე რაღაც კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ წინ. შესაბამისად, ორივე ერთად არის საჭირო, სწორი აზროვნებაც და სწორი მოქმედებაც. ურწმუნოება ეს ძალიან დიდი პრობლემაა, ეს არის ძალიან ცუდი მდგომარეობა ადამიანის სულიერების, გონიერების, ჯანმრთელობის და ა.შ. პრობლემაა გადამეტებული ფანატიზმიც. შუალედური, ადეკვატური აღქმის უნარი უნდა ჰქონდეს ადამიანს.

დღეს მინდა ვისაუბროთ წინაპრების თემაზეც, რადგან წარმოიდგინეთ, ჩვენი სხეულის ყოველი უჯრედი, ყოველი ნაწილი გარკვეული ინფორმაციული მეხსიერებისგან შედგება, რომელიც ჩვენი წინაპრებისგან მოდის. ხშირად მეკითხებიან, ხოლმე თუ არსებობს იმ ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან არიდების საშუალება, რომელიც წინაპრების დონეზე გვაქვს და ვიცით, რომ ჩვენი წინაპარი რაღაც მძიმე დაავადებით გარდაიცვალა. მაგიურად, ეზოთერულად, სულიერად არის ისეთი მექანიზმები, რითაც შეგვიძლია თავიდან ავირიდოთ სხვადასხვა საგვარეულო დაავადებები. ეს საკმაოდ რთული მექანიზმია და ხდება თავიდან აცილება როგორც ფიზიოლოგიური დაავადებების, ისე ფსიქო-ემოციური პრობლემების, მიდრეკილებების და დამოკიდებულებების, მავნე ზემოქმედებების ან იმ სულების, რომლებიც აწვალებენ ადამიანს. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს შემთხვევები, როცა ერთი ადამიანი გვარში გარდაიცვლება და მისი ცუდი თვისებები როგორც ჩასახლებული სული, ისე გადადის სხვა წევრებზე.

როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს, როგორ უნდა ამოვიცნოთ ასეთი შემთხვევა, თუ არსებობს გარკვეული ნიშნები, რაც მსგავს პრობლემაზე მიგვანიშნებს?

პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ გვაქვს თუ არა მსგავსი პრობლემა და შემდეგ უკვე თუ არის, სასწრაფოდ უნდა მივმართოთ სპეციალისტს. თუ აღქმის უნარი გვაქვს, ამის განსაზღვრა ლოგიკურად ძალიან მარტივია. უნდა გადავხედოთ ჩვენს წინაპრებს, მინიმუმ წინა სამ თაობას, რომელთა ინფორმაციული მეხსიერებაც შენარჩუნებულია და ვნახოთ, რა დაავადებები, პრობლემები, ბედისწერის მომენტები, რა დანაშაულები, მიღწევები ჰქონდათ მათ და უნდა შევაჯამოთ, რა პრობლემაა გამოკვეთილი და უნდა ვკონცენტრირდეთ მასზე, რომ არ გადაეცეს მომავალ თაობას.

სრულად არის შესაძლებელი ამ ყველაფრის ჩამოშორება და რამდენი ხანი სჭირდება ამას?

ინდივიდუალური პროცედურები სრულდება, ზოგადად საგვარეულო წმენდა 9 თვე გრძელდება.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები