LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაქცინის მოსაპოვებლად, კოვაქსის გარდა, კიდევ 2 მექანიზმს გამოვიყენებთ: თამარ გაბუნია

85
FORTUNA.GE- (4)

“სოლიდარობისა და თანაბარი განაწილების პრინციპებიდან გამომდინარე, შეიქმნა კოვაქსის პლატფორმა. ჩვენთვის სწორედ ეს არის მთავარი მექანიზმი, თუმცა ამის პარალელურად არის კიდევ ორი მექანიზმი, რომელიც გვინდა გამოვიყენოთ ვაქცინების მოსაპოვებლად”, – საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ იმ გზებზე ისაუბრა, რომლითაც საქართველოს შესაძლებლობა ექნება მოიპოვოს ვაქცინის დამატებითი დოზები.

თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველო კოვაქსისგან მიიღებს ვაქცინის დაახლოებით მილიონ 400 000 დოზას, დანარჩენი რაოდენობის მოპოვება კი, რაც ორ მილიონზე მეტია, ქვეყანას სხვა მექანიზმებით მოუწევს:

“პირველი ეს არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ მათი შესყიდული ვაქცინის ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე მათთვის შესაძლოა არ იყოს აუცილებელი, გადმოგვცენ. ეს, შესაძლოა, იყოს შესყიდვის ან დონაციის გზით.

რაც შეეხება მეორე მექანიზმს – ძალაში რჩება ბილატერალური (ორმხრივი) მოლაპარაკებაც, რადგან ყველაზე რთული ყველასთვის პირველი კვარტალია. მოგვიანებით წარმოების მოცულობებიც გაიზრდება და მესამე-მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს იმისთვის, რომ ჩვენ მწარმოებლებისგან დოზები პირდაპირაც მოვიპოვოთ”, – აღნიშნა გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, რამდენიმე ვაქცინა უკვე კარგ პოზიციაზეა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მათ ექნებათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიაზაცია და ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა საქართველოსთვისაც – მიიღოს ქვეყანამ დამატებითი დოზები და წლის ბოლომდე მოიცვას სამიზნე ჯგუფები.

საქართველოში უახლოეს პერიოდში იქნება ხარისხიანი და ჯანმოს მიერ ავტორიზებული ვაქცინა: პრემიერი

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, შერჩეულია დაწესებულებები და მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. თებერვლის ბოლოსთვის კი ქვეყანაში უკვე შესაძლებები იქნება, დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი.

 

magti 5g