LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ემბერ ჰერდის მისამართით წამოსული ბრალდებები ჰომოფობიური(ფოტო)

89

ჯონი დეპის მეუღლე ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამოჩნდა ჟურნალისტებთან. ის რამდენიმე დღის წინ ადვოკატების გარემოცვაში გადაიღეს, ამჯერად კი ცნობილი ფსიქოლოგის, ქონელ კოუანის კამპანიაში შენიშნეს. დიდ შლაპასა და სათვალეებში ემბარი აშკარად ცდილობდა, თავი აერიდებინა პაპარაცებისთვის. როგორც ჩანს მის წინააღმდეგ აგორებულ ტალღასა და განქორწინების პროცესით გამოწვეულ დერპესიას მსახიობი მარტო ვერ უმკლავდება.

აქვე განცხადება გააკეთა ემბერ ჰერდის ყოფილმა მეგობარმა გოგონამ, ტასია ვან ლიმ. მისი თქმით, ემბერ ჰერდის მისამართით წამოსული ბრალდებები ჰომოფობიურია: „ემბერი ფანტასტიკური, გულწრფელი და თბილი ადამიანია. მე მას საოცარ პატივს ვცემ. ჩვენ ერთად ფანტასტიკური 5 წელი გავატარეთ“ – განაცხადა ტასია ვან ლიმ E! News-ისთვის  მიცემულ ინტერვიუში. ეს განცხადება გუშინ გავრცელებული ბრალდების საპასუხოდ გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ემბერი ყოფილ მეგობარ ქალზე ფიზიკურად ძალადობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g