LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ეს პრაქტიკულად უფასო ფული? – პრემიერის პასუხი ბოკერიას

52

“მეოთხე წელი იქნება ძალიან კარგიო, მეხუთე წელია უკვე,” – ასე მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა, გიგა ბოკერიამ, პრემიერმინისტრს და ის ვიდეორგოლები წარმოადგინა, რომელშიც რამდენიმე წლის წინ ბიძინა ივანიშვილი ისეთ დაპირებებს გასცემს, როგორიცაა ” იაფი ფული”, კომუნალური გადასახადების შემცირება და ა.შ.

როგორ ფიქრობთ, ეს იყო შეგნებული სიცრუე, არაკომპეტენტურობა, თუ თვლით, რომ შესრულდა და ჩვენ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ?!”– აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც პრემიერმა უპასუხა, რომ ამ კლიპში იყო საუბარი იმ საქმეების შესახებ, რაც მთავრობამ გააკეთა.

“2014 წელს რაც უკრაინაში მოხდა, არ მგონია, რომ ვინმე ამის გათვლას მოახერხებდა. ჩვენმა რეგიონმა გაიარა უმძიმესი კრიზისი და ის საქართველომ სწორი ნაბიჯებით გამოიარა. ენერგეტიკის ტარიფები ვერ შემცირდა, მაგრამ მნიშვნელოვნად არ გაზრდილა. ჩვენმა ხელისუფლებამ შეძლო, ინფლაციის დონე შეენარჩუნებინა. რაც შეეხება უფასო ფულს, აგროკრედიტების ფარგლებში 1 და 2 პროცენტზე მეტი არ ფიქსირდება და არის 7-წლიანი. არის საგრანტო კომპონენტიც. არის თუ არა ეს პრაქტიკულად უფასო ფული, გამეცით პასუხი?”– განაცხადა პრემიერმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g