LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა კორუფცია სასამართლო სისტემაში?

96

სასამართლო სისტემაში კორუფციის ეჭვი არსებობს, თუმცა ეს ძნელი დასადასტურებელია, ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა, რადიო ”ფორტუნას” პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული მოსამართლეები კონკრეტულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღების სანაცვლოდ ფულს იღებენ.

”მსგავსი ფაქტები არსებობს, თუმცა ძნელი დასადასტურებელია, ვინაიდან არის არგუმენტი, რომ მოსამართლეა და რა გადაწყვეტილებასაც უნდა მიიღებდა, თუმცა ხედავ, რომ სამართლებრივად შეუძლებელია მსგავსი განაჩენის გამოტანა. ეჭვს აჩენს ისიც, რომ სწრაფ რეჟიმში განიხილავენ საქმეებს და საეჭვო გადაწყვეტილებებია მიღებული. გამოძიებასაც კი უჭირს ხოლმე ასეთ საქმეებზე მტკიცებულებების მოპოვება” – განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე საუბრობს ასევე საქმეების გადანაწილების პროცესში გამოვლენილ ხარვეზებზე. როგორც მამუკა ახვლედიანმა აღნიშნა, სასამართლოს მენეჯმენტს აქვს გარკვეული ინტერესი კონკრეტულ საქმეებზე და ამიტომ ისეთ მოსამართლეებს აწერენ ამ საქმეებს, რომლებიც მენეჯმენტისათვის სასურველ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g