სანამ თაყვანისმცემლები ბიონსესა და ამალ კლუნის ტყუპების ქვეყანაზე მოვლენას ელოდებიან, დასავლურმა მედიამ სხვა ვარსკვლავების საინტერესო მდგომარეობაზე დაწერა. ევა ლონგორიასა და რიანას შემდეგ, ჯერი ჰოლი ბერიზე მიხვდა.
გუშინ, 50 წლის ვარსკვლავი ერთ-ერთ ღონისძიებაზე ტანზე მომდგარი ვერცხლისფერი კაბით გამოცხადდა. მკვეთრად მომრგვალებულ მუცელზე მას თითქმის მთელი საღამო ხელი ედო, რაც კიდევ უფრო მეტი ჭორის საბაბი გახდა.
ეს ყველაფერი კიდევ უფრო გაამძაფრა კითხვამ – ვინ არის ბავშვის მამა? მსახიობი და მისი მეუღლე, ოლივიე მარტინესი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინ დაშორდნენ.
შეგახსენებთ, 47 წლის ასაკში ბერიმ შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მალე შვილი ეყოლებოდა, ამიტომ გასაკვირი არც ამჯერად იქნება თუ ის დედა მესამედაც გახდება.