ევა ლონდორია და მისი მეუღლე, ხოსე ბასტონი ესპნაეთში ისვენებენ. ბუნებრივია, პაპარაცებმა უკვე მოახერხეს და ახლადდაქორწინებულების ფოტოები ქსელში გაავრცელეს, რომლებზეც ევას ცისფერი საცურაო კოსტიუმი აცვია, თუმცა ყურადღებას არა მისი ჩაცმულობა, არამედ წამოზრდილი მუცელი იპყრობს.
შესაბამისად, გაჩნდა ვერსია, რომ 41 წლის ლონგორია მალე დედა გახდება. თუმცა ბუნებრივია, სანამ მსახიობის წარმომადგენელი ამ ინფორმაციას არ დაადასტურებს, ეს ყველაფერი მხოლოდ ვერსიად დარჩება.