LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ორსულად კეიტ მიდლტონი?

61

34 წლის კეიტ მიდლტონი მესამედ არის ორსულად, ინფორმაციას ბრიტანული ტაბლოიდები ავრცელებენ. წყაროების ცნობით, კეიტისთვის და უილიამისთვის ეს ორსულობა მოულოდნელი აღმოჩნდა, თუმცა წყვილი ძალიან ბედნიერია, რომ კიდევ ერთი შვილის მშობლები გახდებიან. სამეფო ოჯახთან დაახლოებული პირები ამბობენ, რომ კეიტი გოგონას ელოდება.

ამასთან, ყვითელი პრესა წერს, რომ მესამე ბავშვის გაჩენა კეიტსა და უილიამს დედოფალმა ელისაბედმა სთხოვა, ამას კი პოლიტიკური სარჩული აქვს – ბავშვის გაჩენა შეასუსტებს საზოგადოების ყურადღებას ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები