მაილი საირუსისა და ლიამ ჰემსვორტის ქორწილი ავსტრალიაში უახლოეს მომავალში იგეგმება, თუმცა გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 23 წლის მაილი და 26 წლის ლიამი მალე მშობლები გახდებიან, რასაც მომღერალთან დაახლოებული პირები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს გაიცნო. 2012 წელს ჰემსვორტმა საირუსს ცოლობა სთხოვა, თუმცა 2013 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. 2015 წლის ბოლოს კი წყვილი ერთად შეხვდა შობას. მას შემდეგ მომღერალმა და მსახიობმა რომანი განაახლეს.