LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა საგარეჯოში ნაპოვნი წერილი თორნიკე რიჟვაძის დაწერილი – ექსპერტიზის პასუხი ცნობილია

799
თორნიკე რიჟვაძე

ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდებულის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის, ლალი აფციაურის განცხადებით, კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი მისი დაწერილია.

როგორც აფციაურმა აღნიშნა, ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა მას რამდენიმე დღის წინ გადაეცა.

მდინარაძე რიჟვაძეზე: გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა

მდინარაძე რიჟვაძეზე: გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არათუ მუქარა, არამედ რაიმე კატეგორიული საუბარიც კი, მასთან არ ყოფილა

აფციაური სასამართლო პროცესზე საქმის შეწყვეტის შუამდგომლობას დააყენებს.

„ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი ბატონი რიჟვაძის მიერ არის დაწერილი, რაც მნიშვნელოვანია. მასალებთან ერთად, როცა მტკიცებულებები გამიცვალეს, რამდენიმე დღის წინ, ექსპერტიზის დასკვნაც გადმომეცა.

თქვენ „ფანჩატურს“ კი ამბობთ, მაგრამ ეს ფანჩატური დახურულია, იკეტება კარი, ღია სივრცე არაა. მან სულ რამდენიმე წამით დატოვა იქ თავისი ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული იყო ცეცლსასროლი იარაღი – შევიდა აბაზანაში ხელის დასაბანად, იქ ჩანთას არ წაიღებდა, დამეთანხმებით. ეს თუ დაუდევრად შენახვად ჩაითვლება, ამაზე არსებით განხილვაზე ვიმსჯელებთ.

საქმის შეწყვეტას მოვითხოვთ.

ბატონი რიჟვაძე ამ ეტაპამდე გამოკითხული არ არის. საქმეში დევს დოკუმენტები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი გამოკითხვა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა აფციაურმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ალექსი ახვლედიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.

„თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო, თავად გამოიძახეს რეანიმობილი, მძიმე პაციენტია, აპარატულ სუნთქვაზე, მაგრამ აბსოლუტურად კონტაქტური იყო“ – რას ამბობს ლალი ტურძელაძე თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.

„ბევრმა წყენამ და იმედგაცრუებამ ჩამოიარა ჩვენს შორის… თუმცა სიმართლე მინდა ვთქვა ღიად!!!…“ – რას წერს თორნიკე რიჟვაძის ყოფილი თანაგუნდელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g