LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არისტოკრატებმა განსაკუთრებული კაცი გაუშვეს

21

მაინც მოხდა: “ჩელსიმ” ბევრი ითმინა თუ ცოტა ითმინა, თვით ჟოზე მოურინიოსიც არ მოერიდა და ამ წინასაშობაოდ სამსახურიდან გაუშვა.
ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა საიტმაც დაადასტურა.

“ჩელსიში” მიბრუნებულმა განსაკუთრებულმა კაცმა მოკლე ხანში ინგლისის ჩემპიონატი მოიგო. ამის გამო მას აგვისტოში ოთხწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და აგერ ნახევარი წელიც არ აცალეს. მიზეზი მარტივია: კატასტროფული შედეგები არისტოკრატებისთვის. კლუბის ზარალი ამით არ მთავრდება: ხელშეკრულების გაწყვეტისთვის მწვრთნელს კომპენსაციის სახით 12 მლნ ევრო ეკუთვნის.

პრემიერლიგაში 16 ტურია ჩატარებული და ლონდონელებს 15 ქულის მეტი არ აქვთ.

ვინ ჩაიბარებს ”ჩელსის”. ვინ არ თქმულა, ბოლოს კი გუუს ჰიდინკის, ხოსეპ გვარდიოლას, ბრენდან როჯერსისა და ხუანდე რამოსის გვარები ახსენეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები