LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არიზონაში 2 მცირე ზომის თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა – არის მსხვერპლი

115
არიზონა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, არიზონას შტატში, ორი მცირე ზომის თვითმფრინავის ერთმანეთთან შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

როგორც ამერიკული მედია ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულ საბჭოზე დაყრდნობით წერს, შემთხვევა ამერიკის დროით, დილის 08:28 საათზე, მარანას რეგიონულ აეროპორტთან მოხდა.

„თვითმფრინავმა – Cessna 172 ავარიული დაშვება განახორციელა, Lancair 360 MK I კი ჩამოვარდა. თითოეულ ბორტზე 2-2 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება“, – აღნიშნულია გავრცელბულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g