LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არმაზ ახვლედიანი: ოპოზიცია არ აპირებს, რომ იმ ნაღმებზე ააფეთქოს საქართველო, რაც ჩადებულია ახლა პირდაპირ

85
არმაზ ახვლედიანი

„ოპოზიცია არ აპირებს, რომ იმ ნაღმებზე ააფეთქოს საქართველო, რაც ჩადებულია ახლა პირდაპირ“, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს არის ისეთი რამდენიმე ნაღმი, რომ შეიძლება საერთოდ ყველაფერი გვერდზე დაგვრჩეს. ამიტომ, ამის გათვალისწინებით და არა ვიღაცის სიბრიყვეზე აყოლით, იმოქმედებს ოპოზიცია, მე ამის მჯერა“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ამასთან, მისი თქმით, პრეზიდენტის საახალწლო მიღებაზე მისვლას აპირებს.

„მიმაჩნია, ახლა არის საქართველოში ის ვითარება, როდესაც ყველა შანსი უნდა გამოვწუროთ ბოლომდე. არც კი მივცეთ ინიციატივის ავტორს, იქნება ეს პრეზიდენტი თუ ნებისმიერი სხვა იმის საშუალება, რომ ოდნავ მაინც გადაუხვიოს ამ გზიდან, ჩვენ უბრალოდ სხვა შანსი არ გვაქვს საფრთხეებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ახვლედიანმა.

ახვლედიანმა ასევე ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 21 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ ამ აქციას შეუერთდება. „არის საკითხები, არავის რომ არ ვუთანხმებ, რა თქმა უნდა, ვიქნები“,– განაცხადა ახვლედიანმა.

„არ მგონია, ვინმეს ჰქონდეს მოლოდინი, რომ პრეზიდენტთან მიღებით რაიმე გარღვევას მოვახდენთ“ – ვინ მიიწვია ზურაბიშვილმა საახალწლო მიღებაზე

mazda magti 5g