LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არქეოლოგებმა 3 ათასი წლის საგანძური იპოვეს

108
არქეოლოგებმა 3 ათასი წლის საგანძური იპოვეს

ბრიტანეთში, სოფელ როზმარკში, აღმოაჩინეს ბრინჯაოს ხანის განძი, რომელიც მიწაში დაახლოებით სამი ათასი წელი ინახებოდა. ამის შესახებ BBC News იუწყება.

აღმოჩენილ ნივთებს შორისაა – ცხრა არტეფაქტი, მათ შორის ექვსი სამაჯური და უნიკალური ბეჭდის ფორმის სამკაული, რომელიც 37 პატარა რგოლისგან შედგება.

სპეციალისტები მას უწოდებენ „ყველაზე რთულ ნიმუშს“, რაც კი ოდესმე შოტლანდიაში უპოვიათ.

განძი 2021 წელს, საცხოვრებელი კომპლექსის სამშენებლო ტერიტორიაზე გათხრებისას იპოვეს, თუმცა ინფორმაცია სამეცნიერო პუბლიკაციაში მხოლოდ ახლახან გამოქვეყნდა.

სპეციალისტთა აზრით, განსაკუთრებით ღირებულია ორგანული მასალა — ხის ქერქის შიდა ფენისგან დამზადებული შეფუთვა, რომელშიც განძი ინახებოდა. ის მხოლოდ იმის გამო გადარჩა, რომ ნიადაგი ჭაობიანი იყო. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ განძი სპეციალურად დამალეს, თუმცა მფლობელები მის ასაღებად ვეღარ დაბრუნდნენ.

ამავე ტერიტორიაზე აღმოჩნდა მეტალზე მუშაობის კვალიც – იპოვეს ფორმების ფრაგმენტები, რომლებიც გამოიყენებოდა ხმლის, შუბის წვერის, ნამგლისა და სამაჯურების დასამზადებლად. სხვადასხვა ანალიზებით დასტურდება, რომ ამ ტერიტორიაზე დასახლება არანაკლებ 600 წლის განმავლობაში არსებობდა, თაობათა უწყვეტი ცვლით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები