არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე, ახალგაზრდებზე საუბრობს.
როგორც არქიმანდრიტი აღნიშნავს, ახალგაზრდები გულწრფელები არიან, შვილების ლანძღვა კი არ შეიძლება.
„რა აქვს არ მოსაწონი ამ თაობას, ჩვენსავით ფარისევლები რომ არ არიან? – ეს აქვთ არ მოსაწონი. ისინი იმას მაინც არ ამბობენ, რომ თავგადაკლული ქრისტინები ვართო. ჩვენ ქრისტიანები ვართ და ბოღმითა და სიძულვილით ვართ აღსავსე.
დააკვირდით, ბევრად უკეთესები არიან ისინი ჩვენზე, ბევრად უკეთესები, მაგრამ უნდათ, რომ თაობათა შორის დაპირისპირებას შეუწყონ ხელი. რომ თურმე ესენი არიან ეშმაკის მსახურები, სატანისტები. ბავშვებს უწოდეს სატანისტები. რასთან გვაქვს ხალხნო საქმე, ვთქვათ და გზას ასცდნენ, კი ბატონო, ვიღაც ასცდა გზას, პირიქით, შენი შვილია, იმას რომ შენ ლანძღავ, ის ხომ შენთან ვეღარ იქნება სიყვარულით…“ – ამბობს არქიმანდრიტი.