ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ქალწულ მარიამს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი. ამ დღეს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ მაცხოვარი მესია მოევლინებოდა ქვეყნიერებას, – განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ყველა ტაძარში ტარდება სადღესასწაულო მსახურებები.
„სიონის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს წირვას და სამების საკათედრო ტაძარშიც 10:00 საათზე დაიწყება მსახურება“, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ხარების დღესასწაულს ზეიმობს. წირვა ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდება.
დღესასწაულთან დაკავშირებით, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) სიონის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს წირვას, რის შემდეგაც შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი.
ხარება ერთ-ერთია 12 საუფლო დღესასწაულს შორის.
