„46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მღვდელმსახური იერონიმე ქათამაძე წერს.
მისივე ინფორმაციით, მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა.
როგორც იერონიმე ქათამაძე წერს, განსვენებულმა თავის ძმას (არქიმანდრიტი) გადასდო ვირუსი და ასევე დედ-მამას, რომლებიც უმძიმესად არიან…
„ძალიან სამწუხარო ამბავი…
46 წლის ასაკში, კორონავირუსული ინფექციით გარდაიცვალა ჩვენი ძმა და თანამწირველი ქრისტეში, არქიმანდრიტი თეოლოგი, თესალონიკის სამიტროპოლიტოს მღვდელმსახური.
სამწუხაროდ მამა თეოლოგი არ იყო აცრილი და საავადმყოფოში მკურნალობაზეც მკაცრი უარი განაცხადა, გუშინ დილით კი ღვთივგანისვენა.
განსვენებულმა თავის ძმას (არქიმანდრიტი) გადასდო ვირუსი და ასევე დედ-მამას, რომლებიც უმძიმესად არიან…
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული.
პ.ს: მისი ძმა, ასევე არქიმანდრიტი ამ წუთებშიც სიკვდილს ებრძვის…“, – წერს იერონიმე ქათამაძე.