LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში“ – მერაბ დვალიშვილი საქართველოშია

148
მერაბ დვალიშვილი

UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი საქართველოში ჩამოვიდა.

„მთელი ცხოვრება ამაზე ვოცნებობდი, დღეს ჩემია და მინდა, ქართველებთან ერთად შევიგრძნო ეს გამარჯვება, არსად არ იგრძნობა გამარჯვება ისე, როგორც სამშობლოში. მადლობა ყველას. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა და გპირდებით, რომ კიდევ ბევრჯერ გავაკეთებ, რაც გასაკეთებელია“. – ამბობს საქართველოში ჩამოსული მერაბ დვალიშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.

ცნობისთვის, UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა. შედეგად, დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. მერაბ დვალიშვილი მეორე ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ჩემპიონი გახდა. შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალში ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია გახდა.

მერაბ დვალიშვილი: „ქართველი ვარ, საქართველომ ყველაფერი მომცა, ჩემი ქვეყნისთვის ვიბრძვი და მზად ვარ, მისთვის თავიც გავწირო, ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართველი გულშემატკივრები გავახარე“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები