LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებები, რომელსაც ადამიანი ცოცხლად ჭამს

1138
A South Korean man and a woman eat a live octopus during an event to promote a local food festival in Seoul on September 12, 2013. (Photo by Jung Yeon-Je/AFP Photo)

ყველა ქვეყანას გააჩნია კულინარიული ტრადიციები, რომლებიც უცხოელებს ხშირად ძალიან უცნაურად ეჩვენებათ. თუმცა არსებობს მართლაც რომ შოკისმომგვრელი კულინარიული ვნებები, რაც ძირითადად აზიური ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი, სადაც ცოცხალ საკვებს მომზადებამდე მიირთმევენ, სანამ საცოდავები ჯერ კიდევ ფორთხავენ. ვნახოთ რას ჭამს ადამიანი დამუშავებამდე.

 

რვაფეხა

ცოცხალი რვაფეხა – ნამდვილი დელიკატესია კორეელებისთვის. მიაქვთ დაჭრილი პორციულ ნაჭრებად.

ბაყაყი

ვიეტნამში, იაპონიასა და ჩინეთში დიდი პოპულარობით სარგებლოს ცოცხალი ბაყაყების კერძი, რომლებსაც სპეციალურად ზრდიან აზიელი გურმანებისთვის. სანამ მიართმევენ ტყავს აძრობენ და შიგნეულობას ასუფთავებენ, მიაქვთ გარნირთან ერთად.


ამ კერძის სამშვენისია ბაყაყის ცოცხალი თავი ან გული, რომელიც ჯერ კიდევ ძგერს.

 

ტარანტული

ბრიტანელი ლუკას კოული YouTube-ის მომხმარებლებს ცოცხალი კერძებით აგიჟებს, მათ შორის ტარანტულით, რომელთა თერმული დამუშავება „დაავიწყდა“. ბრიტანელი რეგულარულად დებს გასტროვიდეობს.

 

მფრინავი მელა

და ისევ აზია, სადაც ფრთეულასებრნი ერთ-ერთი პოპულარული დელიკატესია. მფრინავი მელა, რომელსაც ზოგჯერ მფრინავ ძაღლსაც ეძახიან (არ აგერიოთ ღამურებში), უყვართ ტაილანდში, ინდონეზიაში, სინგაპურში, ვიეტნამში და რეგიონის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში.

 

ჭიანჭველა

დანიაშია გავრცელებული. სანამ სუფრაზე გაიტანენ ოდნავ ყინავენ, რათა თეფშიდან გაქცევა აიცილონ თავიდან. კერძს მცირედით სალათის ფურცლებით ალამაზებენ.

კრევეტი

იაპონიასა და ჩინეთში ძალიან პოპულარულია ცოცხალი კრევეტების კერძი. ამომავალი მზის ქვეყანაში ამ კერძს „მოცეკვავე კრევეტები“ ქვია. მართალია მათ რამდენიმე წამით ინტენსიურ ცეცხლში წვავენ, მაგრამ ყურადღებას აქცევენ, რომ ცოცხლად დარჩნენ. ამის შემდეგ კრევეტები მაშინვე უნდა მიირთვათ. ამასთან, კიბოსმსგავსები გულდასმით უნდა დაჭრათ, თორემ არ არის გამორიცხული მუცელშიც კი არ მოისვენონ.

ჩინეთში ამ კერძს „ნასვამ კრევეტებს“ უწოდებენ. არსი იმაშია, რომ ისინი ცხელ ალკოჰოლურ სასმელში უნდა ჩადონ და მაშინვე შესანსლონ.

გველთევზა

ამის ცოცხლად ჭამას ბევრი ვერ გაბედავს, მაგრამ ის მთლიანად უნდა გადაყლაპოთ. ასეთი ტრაპეზა იაპონელებს უყვართ.

მატლი

ავსტრალიაში მატლებს არა მარტო აბორიგენები, არამედ ბევრად ცივილური ხალხიც ჭამს. ტრაპეზისას მატლებს თავებს აცლიან და ისე მიირთმევენ ვითომც არაფერი.

ზღვის ზღარბი

იტალიაში ზღვის ზღარბი მიაჩნიათ ვიტამინებისა და მიკროელემენტების განძად. საჭმელად ვარგისია მათი შიდა დაბოლოებები.

გველი

მსგავსი დელიკატესი არ არის ჩვეულებრივი ეკზოტიკური ინდოეთისთვისაც კი, თუმცა ამ ქვეყნის მოქალაქემ სუტარი ნაიაკმა სახელი იმით გაითქვა, რომ ცოცხალ გველებს „სიამოვნებისთვის“ ჭამ. ის მათ ცოცხლად ყლაპავს. ფერმერის თქმით, მსგავსი გასტრონომიული მისწრაფება ბავშვობაში გაუჩნდა, როდესაც გაიფიქრა, რომ თუ გველი კბენს ადამიანს, რატომ არ შეიძლება სამაგიეროს გადახდა.

 

ეკზოტიკური სამზარეულოს მოყვარულებს საქმე ასარჩევად კი აქვთ, მაგრამ ალბათ ყველაზე თავგანწირულებიც ვერ შეძლებენ ყველა ასეთი კერძის დაგემოვნებას.

mazda magti 5g