“საარჩევნო პროცესს თვალყურს ვადევნებთ, რაიმე არსებითი დარღვევები ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, ასეთივე რეჟიმით გაგრძელდება ეს საარჩევნო პროცესი,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელმაც საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. მისი თქმით, ხმა მისცა დემოკრატიას, სტაბილურობას, განვითარებას და ნათელ მომავალს.
“ჩვენ ვნახეთ ყველამ თუ სად იყო ამ არჩევნებში საბჭოთა კავშირი, სად იყო ევროპა. რა თქმა უნდა, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ევროპის სასარგებლოდ, ეს არის ჩვენი ისტორიული არჩევანი.
ჩვენ ვსაუბრობდით წინასწარი კვლევის შედეგებზე, რომელიც აჩვენებს, რომ არის ძალიან მაღალი ალბათობა, რომ დღესვე დავამთავროთ საპრეზიდენტო არჩევნები, თუმცა, არის ასევე ალბათობა იმის, რომ საჭირო გახდეს მეორე ტურის ჩატარება. ყველაფერი რა თქმა უნდა, დამოკიდებულია ამომრჩევლის აქტიურობაზე,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
