საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა” და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური“.
პრემიერ-მინისტრს კითხვა დაუსვეს სალომე ზურაბიშვილის მიერ საპრეზიდენტო სასახლის დატოვებასთან დაკავშირებულ განცხადებებზე, რაზეც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება შეუძლებელია.
„არსებობს ასეთი ძველი ამერიკული ფილმი, „სასაცილო გოგონა” და სალომე ზურაბიშვილს ძალიან უხდება ეს სათაური. აქაც სერიოზული კომენტარის გაკეთება არის შეუძლებელი”, – აღნიშნა პრემიერმა.